"მიყ­ვარს ჩემი ხალ­ხი, ისი­ნიც ვინც მლან­ძღავს. არ მიც­ნობს, მაგ­რამ გა­აფ­თრე­ბით მთა­თხავს და..." - რას წერს პოზნერის მასპინძელი მირანდა მირიანაშვილი - კვირის პალიტრა

"მიყ­ვარს ჩემი ხალ­ხი, ისი­ნიც ვინც მლან­ძღავს. არ მიც­ნობს, მაგ­რამ გა­აფ­თრე­ბით მთა­თხავს და..." - რას წერს პოზნერის მასპინძელი მირანდა მირიანაშვილი

საქართველოში ვლადიმერ პოზნერის მასპინძელი, მირანდა მირიანაშვილი "ფეისბუქში" პოსტს აქვეყნებს და წერს:

"მიყვარს თავდავიწყებით ჩემი ქვეყანა. მიყვარს ჩემი ხალხი, ისინიც ვინც მლანძღავს. არ მიცნობს, მაგრამ გააფთრებით მთათხავს და ცდილობს ლაფი დაგვასხას მე, ჩემ ოჯახს, სტუმრებს, გეფიცებით ესაა რასაც ამ წუთს განვიცდი!.

ვიცი დღეის დრამის ყველა მონაწილეს სამშობლოს სიყვარული ამოძრავებს. თითოეულს სიკეთეს ვუსურვებ, ჯანმრთელობას და სიყვარულს, ამითაა სავსეა ეხლა ამ მწარე წუთებში ჩემი გული, სიყვარულით, რომელიც აუცილებლად გადაგვარჩენს ყველას.

გაუმარჯოს ჩვენ საქართველოს, თქვენ გაგიმარჯოთ ყველას მაპატიეთ თუ რამე გაწყენინეთ, არაფერი ჩამიდენია უმსგავსო.

გთხოვთ, არ მომწეროთ კომენტარი და ნურც ამ ჩემი ამოძახილის შეფასებით შეწუხდებით. მინდა თითოეულს გითხრათ რომ მიყვარხართ და ამის გააზრება ეხლა მხდის ბედნიერს", - წერს მირანდა მირიანაშვილი.

იხილეთ ასევე: "რომ მომინდეს ამხელა სუფრის გაშლა 9 საათის მერე, გამაღებინებენ რესტორანს? სახელმწიფო კი არა კერძო დუქანი გვაქვს" - როგორ ეხმაურებიან პოზნერის ვიზიტს?