"რომ მომინდეს ამხელა სუფრის გაშლა 9 საათის მერე, გამაღებინებენ რესტორანს? სახელმწიფო კი არა კერძო დუქანი გვაქვს" - როგორ ეხმაურებიან პოზნერის ვიზიტს? - კვირის პალიტრა

"რომ მომინდეს ამხელა სუფრის გაშლა 9 საათის მერე, გამაღებინებენ რესტორანს? სახელმწიფო კი არა კერძო დუქანი გვაქვს" - როგორ ეხმაურებიან პოზნერის ვიზიტს?

"როცა ხელისუფლებამ იცის, რა მოჰყვა გავრილოვის საქართველოში ვიზიტს, რატომ უშვებ ქვეყანაში პოზნერს?!"

რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის თბილისში ვიზიტსა და საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

ლალი მოროშკინა, პიარტექნოლოგი: ღამის ამბების დასკვნა:

აქციაზე კოვიდს სძინავს!

კოვიდისტერია მხოლოდ კანონმორჩილ მოქალაქეებზე ვრცელდება!

არც კომენდანტის საათი,

არც პირბადე,

არც დისტანცია,

არც ტრაფი,

არც რაი!

ასე გააგრძელეთ ძვირფასო ხელისუფლება!

არა შერჩევით სამართალს!!!!! ეკა ბესელია, პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი: ანტიკონსტიტუციური, "კომენდატის საათის" დარღვევის მოტივით უამრავი ადამიანი დააჯარიმეს და გუშინ დემონსტრაციულად ვიხილეთ ამავე კანონის დარღვევის ფაქტი საქართველოს ერთიანობის მიმართ მტრულად განწყობილი რუსი სტუმრების მხრიდან.

და არა მხოლოდ მათი მხრიდან - ვინც მათ ემსახურებოდა და მასპინძლობდა.

მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლა არ არის საბაბი საქართველოში შემოსვლის დროს აკრძალვების დაწესების, სხვა გარემოებებიცაა. მათ შორის, რაც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და ა.შ

განმარტება რაც გააკეთა ხელისუფლებამ იყო არაკომპეტენტური!

გამაოგნებელი მორიგი ქმედება ხელისუფლების მხრიდან.

პასუხი არ არის კითხვაზე - რატომ იქცევიან ასე გამომწვევად?

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

თუ ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია, პოზნერს ჰქონდა საქართველოში ჩამოსვლის უფლება.

საზოგადოებას ჰქონდა მწვავე პროტესტის გამოხატვის უფლება.

აი, ვახშამზე წასვლა კომენდანტის საათის დროს უკვე იყო უკიდურესი თავხედობა, სიბრიყვე და პროვოკაცია, არა იმდენად პოზნერის, არამედ:

1. მასპინძელი სუბიექტის მხრიდან, რომელმაც ეს ყველაფერი დაგეგმა და შეათანხმა მთელი მარშრუტი კომენდანტის საათის პირობებში.

2. სასტუმროს მხრიდან, რომელმაც ამაზე "ხელი მოაწერა".

3. რესტორნის მხრიდან, რომლის ადმინისტრაცია და მთელი პერსონალი აგრეთვე მოქმედებდა კანონს მიღმა.

4. პოლიციისგან, რომელიც კანონით დაკისრებულ მოვალეობას უკუღმა ასრულებდა სავარაუდოდ ზეპირი ბრძანების საფუძველზე.

შესაბამისად, საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან, რომელშიც ვლინდება ხელისუფლების მხრიდან არაფორმალური ინტერეს-ჯგუფების კანონზე მაღლა მოქმედებების აღიარება, ანუ ინსტიტუციური კრიზისი.

P.S. თუ ოკუპაციის შესახებ კანონიც დარღვეულია, მაშინ კიდევ უფრო მძიმედ გვაქვს საქმე...

ნინო ნადირაძე, კარდიოლოგი და ტელეწამყვანი: შეთანხმებაზე ხელის არმოწერა იყო ევროპელის გაგდება, თორე რუსის ჯარი კი დგას ისევ 20 კმ-ში

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი: თუ ოკუპაციის კანონი დარღვეული არ აქვს, ქვეყანაში შემოშვებაში დიდ პრობლემას ვერ ვხედავ. ( მაშინ უნდა ჩამოვყალიბდეთ და რუსეთიდან ტურისტბის და სტუმრების მიღებაზე საერთოდ უარი უნდა ვთქვათ. უმეტესობა პუტინისტია და მხარს უჭერს მის პოლიტიკას)

აქ მთავარი პრობლემა მისთვის და მთელი ამალისთვის პრივილევგიის ანუ კომენდატის საათის და სხვა რეგულაიციების დარღვევის უფლების მინიჭებაა.

მე რომ მომინდეს ამხელა სუფრის გაშლა 9 საათის მერე, გამაღებინებენ რესტორანს?

სახელმწიფო კი არა კერძო დუქანი გვაქვს, გამოდის ნატო დუმბაძე, პროდიუსერი: თემურ უგულავას რაც აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის, მართლა დაუნახავები და ბნელები ხართ! ესენი ხომ მარტო ყველაფრის განადგურებისთვის იბრძვიან! იმაზე არ ფიქრობენ რამდენი ემიგრანტი ზის ეხლა რუსეთში და ნერვიულობს ისევ არ მოუაროს პუტინს და სატვირთო თვითმფრინავით არ გამოყაროს ქართველები! ამათ უყვართ ქვეყანა და ამათი პატრიოტიზმის უნდა მჯეროდეს? გადახვეწილ ხალხს არ ინდობენ, ამათ უნდათ მოსვლა ამ კაცთმოძულეებს? ამას ფსევდო პატრიოტიზმი ჰქვია!

პოზნერი ცალკე თემაა და კომენდანტის საათი კიდევ!

ვახო სანაია, ჟურნალისტი:

რუსი სტუმარი ვის არ ჰყოლია?! ალბათ ყველას თუ არა, ძალიან ბევრს მაინც. მეც აღმოვჩენილვარ რესტორანში სუფრებზე, სადაც რუსეთის მოქალაქეები მსხდარან. არც იმით დავინტერესებულვარ, რატომ ჩამოვიდნენ, რას და რატომ საქმიანობენ. რუსებსა და ქართველებს გაუმარჯოსო, ეგეც უთქვამთ და კიდევ მილიონი რამ. ასეთ დროს ხშირად ცდილობენ ხოლმე, პოლიტიკას გვერდი აუარონ. რა თქმა უნდა, რუსეთიდან უნდა ჩამოვიდნენ სტუმრები ოჯახებში; საქმეებზეც; სასტუმროებშიც; რესტორნებშიც; ჩამოვიდნენ ტურისტებად და იქითაც უნდა იარონ ქართველებმა ჩვეულებრივად. სტუმრად ჩამოსულ ხალხში ვინ არის მართლა ტურისტი და ვინ დაზვერვის ოფიცერი, ეს სახელმწიფომ უნდა არკვიოს. წესით, ამისთვის არსებობს სპეცსამსახურები. არც იმის მომხრე ვარ, საზღვარზე ვინმეს თავის პოლიტიკურ შეხედულებებზე ეკითხებოდნენ. სიგიჟეში არ უნდა გადავიდეთ.

რისი თქმა მსურს ამით - მიუხედავად 200-წლიანი ჩაგვრისა, მე არ შემხვედრია ქართველი, რომელსაც გულწრფელად ეზიზღებოდეს რუსი მხოლოდ იმიტომ, რომ ის რუსია. თუ რამე არ არის საქართველოში, ეს რუსოფობიაა. მიუხედავად იმისა, რომ, ჩემი აზრით, რუსების აბსოლუტურ უბრავლესობას იმპერიალისტური აზროვნება აქვს; ზუსტად ისე ფიქრობს, როგორც პუტინი; მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთიდან ვარ და ყველაფერი მახსოვს, რაც დამართეს ორი საუკუნის განმავლობაში ჩვენს ქვეყანას, რუსი არ მეზიზღება. არც კი მჯერა, რომ ამის თქმა მიწევს. როგორ შეიძლება, ადამიანი გძულდეს ნაციონალური ნიშნით. ზუსტად ვიცი, ყველანი თუ არა, უდიდესი უმრავლესობა ასე ვფიქრობთ. ეს იმიტომ დავწერე, რომ ვიცი, როგორ შეეცდებიან ახლა თბილისში სტუმარ-მასპინძლობის გამრუდებული გაგებით, ხოლო მოსკოვში რუსოფობიით შეფუთონ წუხანდელი მოვლენა.

რაც შეეხება პოზნერსა და მის თანხმლებ პირებს. მოდი კონკრეტულად პოზნერის მაგალითზე ვთქვათ. ის არ არის საქართველოში სასურველი სტუმარი; ის არ არის რიგითი რუსი ტურისტი; ის ძალიან ცნობილი ჟურნალისტია, საზოგადოებრივი აზრის შემქმნელი; მას სპეციფიკური ფუნქცია აქვს - როგორც უდავოდ ნიჭიერი და ინტელექტუალი, ეკრანიდან საზოგადოების სწორედ იმ ნაწილზეა მიმაგრებული, რომელსაც ცოტა უფრო მეტი ესმის ამ ცხოვრების, ვიდრე იმ ხალხს, ვისაც სალავიოვის ინტელექტი ჰყოფნის; ამ ფუნქციის ნაწილია ის ნებადართული და დოზირებული კრიტიკა, რისი უფლებაც აქვს პოზნერს, მაგრამ არა აქვთ სხვებს; სინამდვილეში პოზნერი პუტინის ყველაზე საშიში პროპაგანდისტია და ამიტომაც მუშაობს იქ, სადაც მუშაობს.

ამიტომ - პოზნერის სიტყვას მნიშვნელობა აქვს.

ამიტომ - ის არის კრემლის წარმომადგენელი.

ამიტომ - როცა ამბობს, რომ აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველო, ხოლო რუსეთი მართალია საქართველოსთან, პოზნერი არასდროს იქნება სასურველი სტუმარი.

ამიტომ - მისი სტუმრობა შეურაცხმყოფელია.

დამატებით გამაღიზიანებელი ფაქტორია დაბადების დღის პომპეზური აღნიშვნა კოვიდის პირობებში და კომენდანტის საათის დარღვევა. როცა მთელი ქვეყანა შინ გამოკეტე, პოლიცია კი წარბშეუხრელად წერს 2000-ლარიან ჯარიმებს, ამ დროს ქვეყნისთვის არასასურველი სტუმრები მაგრად ერთობიან.

მთავარი სათქმელი ბოლოსთვის მოვიტოვე. მნიშვნელოვანია სწორად მივმართოთ კრიტიკა და ის ჰაერში არ გაიფანტოს. ვინ არის პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე?

როცა ხელისუფლებამ იცის, რა მოჰყვა გავრილოვის საქართველოში ვიზიტს, რატომ უშვებ ქვეყანაში პოზნერს?! მარტივად უარით გაისტუმრე. ხომ იცი, რომ ეს ხალხი მოფრინავს. სანამ მოსკოვიდან გამოემგზავრებიან, აცნობე, რომ ვერ მიიღებ. სამართლებრივი საფუძველი პირდაპირ კანონში გიწერია. კანონის ენით ლაპარაკი თუ არ გინდა, სხვანაირად უთხარი, რომ მისი სტუმრობა მიზანშეუწონელია. ახლა იმას თუ იტყვიან, ჩარტერი ისე წამოვიდა მოსკოვიდან, მერე ისე დაჯდა აეროპორტში, მერე პოზნერმა ისე შემოაღწია ქვეყანაში, დაბინავდა, არ ვიცოდით ეს ყველაფერიო, მაშინ დავხუროთ ეს ქვეყანა. იმედია, ამას მაინც არ იტყვიან. ესე იგი, რა ვარიანტი რჩება - როგორც ადრე, ძველ კარგ, საბჭოთა დროს, უბრალოდ იღებ ტელეფონს, რეკავ ვინმესთან ვ ტბილისი და ცეკას მდივნის დონეზე აგვარებ საკითხს, რომ აი გაგისწორდა და აქ უნდა გადაიხადო დაბადების დღე და ხალხიც მოგყავს. მერე ქართველი ორგანიზატორებიც დატრიალდებიან, ყველაფერს მოაკვარახჭინებენ და წავიდა - ვინოო, კაჭაპური, კინკალი.

მოკლედ, ეშინია ხელისუფლებას. არ შესწევს უნარი, მტერს უარი უთხრას ქვეყანაში შემოსვლაზე, თუ საერთოდ მტრად აღიქვამს მას. ხათუნა ლაგაზიძე, ექსპერტი: ხელისუფლება, რომელიც საკუთარ სახელმწიფოს, საკუთარ ხალხს პროვოკაციას უწყობს! ცხადია, რომ "ოცნებას" საქართველოს ჩამოქცევის არსებული ხარისხი არ აკმაყოფილებს. დავაკვირდეთ რეაქციებს და გავიგებთ რა შედეგზე ითვლიდა "ევროატლატიკური" "ოცნება".

იხილეთ ასევე: "ცხოვრებაში არ მინახავს პოზნერი... შეხება არ გვქონია გუშინდელ წვეულებასთან" - რას ამბობს ბასა ფოცხიშვილი გავრცელებულ კადრებზე?