"ყველაზე უფრო მიყვარდა და მარად მეყვარება. ადრეც მითქვამს, ნამდვილი სიყვარული არ იკურნება" - გელა ჩარკვიანის ემოციური პოსტი მეუღლეზე - კვირის პალიტრა

"ყველაზე უფრო მიყვარდა და მარად მეყვარება. ადრეც მითქვამს, ნამდვილი სიყვარული არ იკურნება" - გელა ჩარკვიანის ემოციური პოსტი მეუღლეზე

ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი და პედაგოგი გელაჩარკვიანი  სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს უძღვნის გარდაცვლილ მეუღლეს.

2012 წელი არის ჩემი annus horribilis. ექვს აგვისტოს ჩემ თვალწინ გარდაიცვალა ნანა თოიძე, არსება, რომელიც ამ ქვეყნად ყველაზე უფრო მიყვარდა და მარად მეყვარება. ადრეც მითქვამს, ნამდვილი სიყვარული არ იკურნება.

"ნანა სფინქსივით იყო. იდუმალი. ეს მნიშვნელოვანი მომენტია სიყვარულში. ნანა ძალიან ცოტას ლაპარაკობდა, ეს კიდევ უფრო ართულებდა მის ბოლომდე გაცნობას. სულ მეგონა, რომ ღრმა სამალავში რაღაც საიდუმლოს ინახავდა. ეს სიყვარულის მაცოცხლებელი ძალა იყო" - აღნიშნა გელა ჩარკვიანმა "კვირის პალიტრასთან" ერთ-ერთ ინტერვიუში.

"ნანას პირველი დანახვისთანავე მივხვდი, რომ მის სიყვარულს ვეღარ გადავურჩებოდი"