"ერთი, ორი, სამი, ასი გავატარეთ… ამას მაინც არ შევეგუოთ...ვისაც ეს მთავრობა მოგწონთ, უკეთესი არ გეღირსოთ" - კვირის პალიტრა

"ერთი, ორი, სამი, ასი გავატარეთ… ამას მაინც არ შევეგუოთ...ვისაც ეს მთავრობა მოგწონთ, უკეთესი არ გეღირსოთ"

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია კომუნალურ გადასახადებზე ფასების ზრდას "ფეისბუქ" პოსტით ეხმაურება და წერს:

"ყველაფრის შეგუებაა ტრაგედია… ერთი, ორი, სამი, ასი გავატარეთ… ამას მაინც არ შევეგუოთ, ეს როგორ უნდა მოვითმინოთ, ან საიდან გადავუხადოთ ამდენი გადასახადები… ეს არის მონობა…

სახელწიფო გვეუბნება, მთავარია ჩვენ მოგვემსახუროთ, დანარჩენი ფეხებზე გვკიდია…

ვისაც ეს მთავრობა მოგწონთ, უკეთესი არ გეღირსოთ… ახლა არ დამიწყოთ ავადმყოფური ბოდვები-ეს ნაციონალი ყოფილაო… არა, ბატონო, რეალისტი ვარ და ძალიან არ მომწონს ასეთი გაბერილი კომუნალურები…

რაში ერტყობა ჩვენს ქვეყანას, სათავეში რომ ოლიგარქი ყავს?! თუ პირიქით, იმისთვის დგას იქ, რომ მეტი იშოვოს…

მერწმუნეთ, არავის შერჩება, შიმშილამდე მისული ხალხის ლუკმა…

ნუ შევეგუებით ამასაც, თორემ ხვალ ჰაერზე დაგიყენებენ მრიცხველს!…

იხმაურეთ, არ გაჩერდეთ, შედეგზე გავალთ!.." წერს მამა პეტრე ფეისბუქზე

"და­მა­საქ­მეთ და გა­და­მი­ხა­დეთ…კა­ლა­ძის მი­სა­მარ­თი მინ­და, გა­მი­გია, ძა­ლი­ან ქველ­მოქ­მე­დი­აო…" - პეტრე კოლხი კახი კალაძეს მიმართავს