"განსაკუთრებულ მადლობას მოვახსენებთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს" - რას წერს ზაზა მეჭიაური - კვირის პალიტრა

"განსაკუთრებულ მადლობას მოვახსენებთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს" - რას წერს ზაზა მეჭიაური

თიანეთის ყოფილი მერისა და ყოფილი პარლამენტარის - ბატონი თამაზ მეჭიაურის ვაჟი, ზაზა მეჭიაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც საზოგადოების მიმართ მადლიერებას გამოხატავს და განსაკუთრებულ მადლობას უხდის ყოფილ პრემიერს - ბიძინა ივანიშვილს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ბატონი თამაზის ახლო მეგობარი იყო...

"დღეს მამა კიდევ ერთხელ წარდგა უფალთან. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მადლიერებას მათ წინაშე, ვინც ლოცულობდით მისი გამოჯანმრთელებისთვის, ვინც ახლაც ლოცულობთ მისი სულის ცხონებისთვის.

განსაკუთრებულ მადლობას მოვახსენებთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, პირველივე დღიდან დღემდე ჩვენ გვერდით ყოფნისა და გულითადი თანადგომისთვის", - წერს ზაზა მეჭიაური.

ასევე დაგაინტერესებთ:

"მეგობრობაში იერარქიასა და თანამდებობებს მნიშვნელობა არა აქვს" - რას ჰყვებოდა თამაზ მეჭიაური თავის ცხოვრებაზე

"ივანიშვილი ნაწყენი იქნება, რადგან გახარიას არანაირი პოლიტიკური წარსული არ ჰქონდა 2013 წლამდე" - რატომ გადაწყვიტა კვლავ მერობისთვის ბრძოლა თამაზ მეჭიაურმა

"ჰგონიათ, რომ დაბრუნება მინდა და სასამართლოს მეშვეობით, არაჯანსაღი ბრძოლა დაიწყეს" - თამაზ მეჭიაური ივანიშვილზე, "მესამე ძალასა" და გეგმებზე

mech-1645681545.jpg