"ბრძოლამდე რამდენიმე წუთით ადრე... არკად, ძმაო" - ვინ არის უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი: ბოლო კადრები ბრძოლის ველიდან - კვირის პალიტრა

"ბრძოლამდე რამდენიმე წუთით ადრე... არკად, ძმაო" - ვინ არის უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი: ბოლო კადრები ბრძოლის ველიდან

ვანო ნა­დი­რა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნა­ში და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი არ­კა­დი კას­რა­ძეა. ის გაწ­მენ­დით სა­მუ­შა­ო­ებს ას­რუ­ლებ­და, რა დრო­საც ოკუ­პან­ტე­ბის მო­რიგ თავ­დას­ხმას ემსხვერ­პლა.

"ქარ­თველ პარ­ტი­ზა­ნებს და ჩვენ საძ­მოს მძი­მე დღე გვაქვს, დაგ­ვე­ღუ­პა არ­კა­დი კას­რა­ძე და მძი­მედ დაგ­ვეჭ­რა ზურა მუშუქია, რუ­ბეჟნო­ის გაწ­მენ­დის დროს, არ­კა­დამ ორის დაგ­დე­ბა მო­ას­წრო, მაგ­რამ... დი­დე­ბა გმი­რებს" - წერს ნა­დი­რა­ძე და ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კას­რა­ძის ბოლო კად­რე­ბია აღ­ბეჭ­დი­ლი.

"ბრძო­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე... არ­კად, ძმაო" - წერს ნა­დი­რა­ძე.

ცნო­ბის­თვის, უკ­რა­ი­ნა­ში უკვე 7 ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლია და­ღუ­პუ­ლი.

იხილეთ ასევე: უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე