"ხალხო, არ სვამენ შპიონები ისეთ ნიშნებს ყველას რომ თვალში მოხვდეს" - თორნიკე შარაშენიძე ლაშა ბუღაძის პოსტს ეხმაურება
ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე მწერალ ლაშა ბუღაძის მიერ გავრელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება
"იყო ასეთი მწერალი უილიამ ლე კიუ (William Le Queux) რომელმაც პირველი მსოფლიო ომის წინ სულელური შპიონური რომანები დაწერა და მთელი ინგლისი გააგიჟა. ხალხო, არ სვამენ შპიონები ისეთ ნიშნებს ყველას რომ თვალში მოხვდეს.(ჰო, ისა და ანონიმუსის მოპოვებული აგენტების სია სად ვნახო?) " - წერს ექსპერტი შარაშენიძე.
ბუღაძის თქმით, უცხო კაცი თანამოსაუბრეს ეუბნებოდა, რომ ერთი თვე ელოდნენ იმის სიგნალს, რომ საქართველოში ჩამოსულიყვნენ.
"მეგობრებო, ცოტა ხნის წინ, სავარაუდოდ, ჩემი ცხოვრების პირველი "შპიონი" აღმოვაჩინეთ. ჩვენი სახლის ფანჯრის ქვეშ, რომელიც როგორც ჩანს, მოყუჩებულ ადგილად მიიჩნია, "რუსი ტურისტის იერის მქონე" კაცი ტელეფონზე ესაუბრებოდა ვიღაცას... ჩემი ტელეფონი თან არ მქონდა და ჩაწერა თავიდან ვერ მოვასწარით. კაცი რუსულად ეუბნებოდა თანამოსაუბრეს, რომ ჯობდა საღამოობით არ გამოსულიყვნენ, რათა ხალხის ყურადღება არ მიეპყროთ და მაქსიმალურად ფრთხილად ყოფილიყვნენ... რომ 1 თვეა ელოდებიან სიგნალს (!), რათა აქ ჩამოსულიყვნენ, - ასე გვეუბნებოდნენ, 1 კვირაში წახვალთო და არ გავიდა ეს 1 კვირაა, ზუგრჩანთები არც ამოგვილაგებია სიგნალის მოლოდინშიო, - არც დედას უნდა ველაპარაკოთ ტელეფონზე, არც ცოლს, არც არავისო, ყველა კონტრაქტორი ასე იქცევაო...
მარტო ყოფნა რთულია ასეთ პირობებში, სადაც კომუნაკაციაში არ უნდა შეხვიდე არავისთან და ამიტომ ჯობია, ორნი ვიყოთო. "ნე ვისოვივატსია". მას შემდეგ, რაც როგორც იქნა, შევწვდი ტელეფონს ფოტოს და ვიდეოს გადასაღებად (რაც მოვასწარი) და "რუსკი კარაბლის" შესახებ დავუძახეთ, ზურგი შეგვაქცია და სწრაფი ნაბიჯით აირბინა კიბე მთაწმინდისკენ... ეს მოხდა დღეს - 14:30-ზე. ქუჩის კამერებს დაფიქსირებული უნდა ჰყავდეს. მისი პოვნა - სურვილის შემთხვევაში - ადვილი იქნება. ეს უცნაური წარწერები ქუჩებში (რაც უკრაინაშიც ჩანდა ომამდე) და ახლა ამ კაცის აღმოჩენა - საგანგაშო სიმპტომების მატარებელია. რას ელოდებოდნენ "ერთი თვე"? ვინ შემოდის და შემოსულია საქართველოში? ვიმეორებ, ვიდეო და ფოტო მაქვს", - წერს მწერალი "ფეისბუქში" და სუს-სა და შსს-ს მიმართავს: "ველი თქვენს რეაგირებას!"