"არახამია არის სახელით და გვარით ქართველი, თორემ ვიცით, როგორი ტიპის ქართველია და არც მალავს ამას, თუმცა ახლა უცებ მოინდომა ქართველობა..." - კვირის პალიტრა

"არახამია არის სახელით და გვარით ქართველი, თორემ ვიცით, როგორი ტიპის ქართველია და არც მალავს ამას, თუმცა ახლა უცებ მოინდომა ქართველობა..."

"ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბრის აუდიოჩანაწერს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. მართალია, ჯერჯერობით ამ ჩანაწერის ავთენტურობა გარკვეული არ არის, მაგრამ შეფასებები უკვე ისმის.

ამ საკითხს უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამიაც გამოეხმაურა. მან „ტელეგრამის“ გვერდზე განცხადებაც გაავრცელა და ევროკავშირისა და აშშ-ის ხელმძღვანელობას მიმართა, რომ განიხილონ ივანიშვილის აქტივებზე დასავლეთში პერსონალური სანქციების დაწესების საკითხი.

ბოლო დროს, უკრაინასა და საქართველოს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების შეფასება ექსპერტ მამუკა არეშიძეს ვთხოვეთ.

- დავით არახამიას განცხადება უპასუხოდ არ დაუტოვებია ჩვენს ხელისუფლებას, კობახიძემ ისიც კი თქვა, მასზე უფრო მეტ ცუდ რაღაცებს გაიგებთო. როგორ ფიქრობთ, უფრო რთულ ფაზაში ხომ არ გადადის ეს დაპირისპირება?

- როგორც ჩანს, მტერს ვახარებთ და ეს დაპირისპირება მართლაც სხვა ფაზაში გადავა. მე არ ვიცი, რას გულისხმობდა ირაკლი კობახიძე არახამიასთან დაკავშირებით. არახამიას რომ ბნელი ლაქები აქვს ბიოგრაფიაში, მეც ვიცი, მაგრამ ამ თემაზე კონკრეტულად არ მინდა ლაპარაკი. საქმე ის არის, რომ ვიღაცას ძალიან აწყობს, დაძაბულობის ხარისხი იზრდებოდეს ჩვენს ხელისუფლებასა და უკრაინის ხელისუფლებას შორის და ვიღაც ამას წარმატებით ახორციელებს.

- არახამიას მხრიდან გაკეთებული ასეთი განცხადებები და მწვავე კრიტიკა იმითაც ხომ არ არის გამოწვეული, რომ ის ქართველია. ასე ძალიან ამიტომ ხომ არ განიცდის ამ ურთიერთობებს, რადგან დღეს უკრაინის ხელისუფლებაშია?

- არა, არახამია არის სახელით და გვარით ქართველი, თორემ ვიცით, როგორი ტიპის ქართველია და არც მალავს ამას, თუმცა ახლა უცებ მოინდომა ქართველობა და განაცხადა რამდენჯერმე, რომ ის უხერხულ მდგომარეობაში ვარდება თავისი ქართველობის გამო, საქართველოს ხელისუფლების საქციელიდან გამომდინარე. ეს ფსევდონათქვამია. მე არ ვიცი, რა შეფასება მივცე ამას. არახამია ამ პარტიაში, სადაც ახლაა, მოგვიანებით მოხვდა, თორემ მანამდე მიხეილ სააკაშვილის გარემოცვის ერთ-ერთი წევრი იყო და ძალიან ახლოს არის მათთან, ვინც ახლა უკრაინაშია. რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მხოლოდ "ნაცმოძრაობის" წევრები, რომლებიც არიან უკრაინის ხელისუფლებაში, ქმნიან ამინდს, საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო ნარატივს, რასაკვირველია, ამაზე სხვებიც მუშაობენ, თუნდაც ისინი, ვისაც ხელს აძლევს ასეთი ტიპის ჩანაწერები, თუ ეს რეალურია, ან შექმნილ ჩანაწერს უდებენ. ზოგიერთი მათგანი ისეთ მაღალ თანამდებობაზეა უკრაინის სპეცსამსახურებში, ამის გაკეთების საშუალებაც აქვთ. არახამიას მხრიდან ამის გახმოვანება არ გამკვირვებია. გარდა იმისა, რომ ვითომ ქართველობაზე დებს თავს და საქართველოს ბედი აწუხებს, ის სააკაშვილის გარემოცვის გუნდის წევრი იყო და კავშირები ისევ აქვს. წაიკითხეთ სტატია სრულად