"ყველაზე რთულია, როცა ძმაკაცებს, თანამშრომლებს კარგავ და შენივე ხელით გამოგყავს... მათზე ატარებ სამაშველო ოპერაციას" - მაშველის ემოციური პოსტი - კვირის პალიტრა

"ყველაზე რთულია, როცა ძმაკაცებს, თანამშრომლებს კარგავ და შენივე ხელით გამოგყავს... მათზე ატარებ სამაშველო ოპერაციას" - მაშველის ემოციური პოსტი

გუ­და­ურ­ში სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ი­სას ჩა­მო­ვარ­დნი­ლი ვერ­ტმფრე­ნის ბორტზე მყო­ფი რვავე პი­რის ცხე­და­რი ამოს­ვე­ნე­ბუ­ლია. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სა­მაშ­ვე­ლო და სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უწყვე­ტად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ებ­ში ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვნენ ის მაშ­ვე­ლე­ბიც, რომ­ლებ­მაც კო­ლე­გე­ბი და მეგობრები და­კარ­გეს, მათ შო­რის იყო ირაკ­ლი უკ­ლე­ბა, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"ყვე­ლა­ზე რთუ­ლია, როცა სა­უ­კე­თე­სო ძმა­კა­ცებს, თა­ნამ­შრომ­ლებს და ქარ­თვე­ლებს კარ­გავ, მაგ­რამ უფრო ძნე­ლი და გა­მა­ნად­გუ­რებ­ლია, როცა ეს ხალ­ხი შე­ნი­ვე ხე­ლით გა­მოგ­ყავს და შენ­სა­ვე თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე ატა­რებ სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ას. მად­ლო­ბა ბი­ჭე­ბო, რაც ქვეყ­ნის­თვის და ხალ­ხის­თვის გა­გი­კე­თე­ბი­ათ და მაგ სი­კე­თეს შე­წი­რეთ თავი. მიყ­ვარ­ხართ და მე­ნატ­რე­ბით", - წერს უკ­ლე­ბა.

გუ­და­ურ­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრე­ნის ჩა­მო­ვარ­დნის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი ეკი­პა­ჟის წევ­რე­ბის, მაშ­ვე­ლე­ბი­სა და ექი­მე­ბის ხსოვ­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად სა­ქარ­თვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის შე­ნო­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შე­ბი დაშ­ვე­ბუ­ლია. 30 ივ­ლი­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში გლო­ვის დღედ გა­მო­ცხად­და.

იხილეღ ასევე: "ყველაზე რთულ სიტუაციაში კახა იყო ერთ-ერთი, ვისაც აგზავნიდნენ სხვის დასახმარებლად" - ადამიანები, რომლებიც გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ემსხვერპლნენ