ქართველი კასკადიორი ჰოლივუდში კასკადიორთა დაჯილდოებაზეა წარდგენილი - "კინგსმენის" ბრძოლის სცენაში მან ქართული ცეკვის ელემენტები გამოიყენა"
ქართველი კასკადიორი ლაშა მძინარაშვილი ჰოლივუდში, ტაურუსის მსოფლიო კასკადიორთა დაჯილდოებაზე საუკეთესო ბრძოლის სცენის კატეგორიაშია წარდგენილი, "კინგსმენში" შესრულებული მთავარი საბრძოლო ეპიზოდისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს.
"წარმატებას ვუსურვებთ ლაშა მძინარაშვილს, რომელიც ჰოლივუდში ტაურუსის მსოფლიო კასკადიორთა დაჯილდოებაზე საუკეთესო ბრძოლის სცენის კატეგორიაშია ნომინირებული! საუბარია "კინგსმენის" მთავარ საბრძოლო სცენაზე, სადაც ლაშამ ქართული ცეკვის ელემენტები გამოიყენა.
ქართული კინოს ინდუსტრიას ამერიკის საელჩო მხარს უჭერს USAID-ის ინიციატივებით, გაცვლითი პროგრამებითა და კულტურული გრანტებით.
სხვათაშორის, ამავე დაჯილდოებაზე სხვადასხვა კატეგორიაში ნომინირებულია "ფორსაჟი 9", რომლის ნაწილით თბილისში გადაიღეს", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ: "მალე სასინჯი დღეც დადგა. მეთიუ ვონი მეუღლესთან, კლაუდია შიფერთან ერთად მოვიდა და მეც შევასრულე საბრძოლო სცენები"
ქართველი მოცეკვავე მსხვილბიუჯეტიანი ჰოლივუდური ბლოკბასტერიდან