"თავის დროზე მე და მაკა შევთანხმდით, რომ მე ტანსაცმლის კეთებას აღარ მივუბრუნდებოდი" - რას ამბობს თათა ვარდანაშვილი ასათიანთან ურთიერთობასა და ჩამოშორებულ კოლეგებზე? - კვირის პალიტრა

"თავის დროზე მე და მაკა შევთანხმდით, რომ მე ტანსაცმლის კეთებას აღარ მივუბრუნდებოდი" - რას ამბობს თათა ვარდანაშვილი ასათიანთან ურთიერთობასა და ჩამოშორებულ კოლეგებზე?

ცოტა ხნის წინ ცნო­ბილ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა თათა ვარ­და­ნაშ­ვილ­მა AMBEBI.GE-ს ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა. რო­გორც თა­ვად­ვე გვი­თხრა, ის უკვე წლე­ბია, რაც ანნა-მა­რია ხო­დე­ლი გახ­ლავთ (რამ­დე­ნი­მე წე­ლია, გვარ-სა­ხე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა). ინ­ტერ­ვი­უმ სა­ზო­გა­დო­ე­ბის, მკი­თხვე­ლის დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია. რეს­პონ­დენ­ტთან სა­უბ­რი­სას კი­დევ რამ­დე­ნი­მე თე­მას შე­ვე­ხეთ, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ ინ­ტერ­ვი­უ­ში, თე­მა­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერ მოხ­ვდა. დი­ა­ლო­გის იმ ეპი­ზო­დებს ახლა შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

ერთ დროს პო­პუ­ლა­რუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რი, გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო, წლე­ბია ფაქ­ტობ­რი­ვად ჩა­მო­ცი­ლე­ბუ­ლია თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბას, ჩვენს კი­თხვა­ზე, აქვს თუ არა ურ­თი­ერ­თო­ბა სხვა დი­ზა­ი­ნერ­თან, რეს­პონ­დენ­ტის პა­სუ­ხი ასე­თია:

- ღმერ­თმა მომ­ცა იმის ბედ­ნი­ე­რე­ბა და ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა ისე და­ლაგ­და, რომ დიდ დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე, მათ შო­რის, შო­ბას, აღ­დგო­მას ქაშ­ვე­თის ტა­ძარ­ში მაკა ასა­თი­ან­თან მი­წევს შეხ­ვედ­რა... მას­ზე ორი წლით უფ­რო­სი ვარ, მაგ­რამ მე და მაკა ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ. ისე მოხ­და, რომ თხი­ლა­მუ­რებ­ზეც ერთ სპორ­ტსკო­ლა­ში დავ­დი­ო­დით, სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში ჩა­სა­ბა­რებ­ლად ერთ პე­და­გოგ­თან ვემ­ზა­დე­ბო­დით. ას­პა­რეზ­ზე 2 წლით ადრე გა­მო­ვე­დი, მაგ­რამ ჩვე­ნე­ბებს ერ­თად ვა­წყობ­დით. რთუ­ლი გზა გა­ვი­ა­რეთ, სა­ნამ მოდა, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ეს­თე­ტი­კის ნა­წი­ლი ფეხს მო­ი­კი­დებ­და. დღეს რო­დე­საც ერ­თმა­ნეთს ვხვდე­ბით, ისევ ის პა­ტა­რა გო­გო­ე­ბი ვართ, როცა დი­ზა­ი­ნე­რო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დით და სა­მო­მავ­ლოდ კოშ­კებს ვა­გებ­დით... ახლა ერ­თმა­ნეთს ვე­უბ­ნე­ბით კი­დეც, - ჩვენს სფე­რო­ში ისევ ხომ არ დავ­ბრუნ­დეთ?! მაკა აზრი ასე­თია - ჩვენ უკვე გა­ვა­კე­თეთ! მეც ვე­თან­ხმე­ბი, - გა­ვა­კე­თეთ, რაც შევ­ძე­ლით...

- მარ­თლაც კარ­გად მახ­სოვს თქვე­ნი სა­ო­ცა­რი ჩვე­ნე­ბე­ბი... დღე­სას­წა­უ­ლი­ვით იყო...

- ის სიყ­ვა­რუ­ლი, რაც მო­დის სამ­ყა­როს­თან გვა­კავ­ში­რებს, ჩვენ­ში იმ­დე­ნად ცო­ცხა­ლია და იმ­დე­ნად გვა­ბედ­ნი­ე­რებს, რომ ხვდე­ბი, იმ ეპო­ქის გზა, მუ­დამ ცო­ცხა­ლი იქ­ნე­ბა. რა­საც ვერ ვი­ტყვი სხვა დი­ზა­ი­ნე­რებ­ზე, ვის­თან ერ­თა­დაც ცხოვ­რე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი გა­ვი­ა­რე... ყვე­ლას ვეხ­მა­რე­ბო­დი, ჩვე­ნე­ბებს ვა­წყობ­დი, უან­გა­როდ, უსას­ყიდ­ლოდ აქაც და სა­ზღვარ­გა­რე­თაც... თუმ­ცა ახლა ასეა, - არა­ვინ მკი­თხუ­ლობს... ადრე მწყინ­და, ახლა მი­ხა­რია... ალ­ბათ ეში­ნი­ათ, სად­მე არ გა­მოვ­ჩნდე... არა­ფე­რია... მთა­ვა­რია, შენს თავ­თან იყო მარ­თა­ლი. რა კარ­გია, რომ კა­რი­ე­რის გზა­ზე, პი­როვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბი­სა და პა­ტი­ვის­ცე­მის მიღ­მა, კო­ლე­გა აღ­მო­მაჩ­ნდა, რო­მელ­თან ერ­თა­დაც, აი, ასე წარ­მა­ტე­ბუ­ლად გა­ვი­ა­რე გზა. ამის­თვის ვმად­ლობ ღმერ­თს.

- ე.ი. მაკა ასა­თი­ა­ნი კარ­გი კო­ლე­გაა...

- სა­უ­კე­თე­სო კო­ლე­გა. უფრო მე­ტიც, ჩვენ ხომ თა­ვის დრო­ზე შევ­თან­ხმდით, რომ ის ტან­საც­მელს გა­ა­კე­თებ­და, მე - ფეხ­საც­მელს და ტან­საც­მელს აღარ მი­ვუბ­რუნ­დე­ბო­დი. ამ გზას ერ­თად გა­ვივ­ლი­დით და არც ამის­თვის გვი­ღა­ლა­ტია!

- მას ამ ეტაპ­ზე არ აქვს ამ სფე­როს­თან შე­ხე­ბა...

- არა და მე­ა­მა­ყე­ბა, რომ მაკა არის სა­უ­კე­თე­სო დედა და სა­უ­კე­თე­სო ბე­ბია. გარ­და იმი­სა, რომ სა­უ­კე­თე­სო კო­ლე­გაა და ასე­თი­ვე მე­გო­ბა­რი. მო­დის სფე­რო­ში არა­ფერს საქ­მი­ა­ნობს, მაგ­რამ მგო­ნია, რომ მო­დის სამ­ყა­რო­ში მას მხო­ლოდ გა­მო­ჩე­ნა სჭირ­დე­ბა და მეტი არც არა­ფე­რი. იმ­დე­ნად კარ­გია, ისე­თი ლა­მა­ზია, სა­დაც არ უნდა გა­მოჩ­ნდეს, რო­გორც არ უნდა იყოს, მა­კაა ასა­თი­ა­ნი და მორ­ჩა!

(გააგრძელეთ კითხვა)

იხილეთ ასევე: "ოჯახის წევრებმა არ დამინდეს, იძულებული გავხდი სახელი და გვარი შემეცვალა" - რას საქმიანობს ერთ დროს ცნობილი დიზაინერი: თათა ვარდანაშვილი მძიმე დღეებზე, ოჯახსა და გეგმებზე