სოფელ აღაიანთან მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა
ტრაგედია დატრიალდა კასპის რაიონის სოფელ აღაიანთან, სადაც მომხდარ მორიგ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა წუხელ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯებირს შეეჯახა. გარდაცვლილი ბელა მცხვეთაძეა, რომელიც სოფელ სამთავისში ცხოვრობდა. როგორც ცნობილია, მას ერთი შვილი დარჩა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება (წყარო).
"კვირის პალიტრის" მიერ მომზადებული ვრცელი სტატია იხილეთ ლინკზე - "15 წლის შვილი დარჩა... ჯარში ოფიცრობა უნდოდა, დიდი მიზნები და დიდი მომავალიც ჰქონდა" - რას ჰყვებიან აღაიანში დაღუპულ ქალზე?