"კეზერაშვილი მარგინალია და მისი მთავარი ინტერესი ქართული სახელმწიფოს დაზარალებაა, რაც ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესს" - კვირის პალიტრა

"კეზერაშვილი მარგინალია და მისი მთავარი ინტერესი ქართული სახელმწიფოს დაზარალებაა, რაც ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესს"

"რაც ახლა "ნაცმოძრაობაში" ხდება, ძალიან სასაცილოა - დემოკრატობანას თამაშობენ, სინამდვილეში შიდაკლანური ომია პარტიის დასათრევად, ნაკლებად კრიმინალურ მელიას ჯგუფსა და ძველ ბნელ კრიმინალურ ძალებს შორის", - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებს. რა მოხდა კულუარებში, ვინ და რატომ ცდილობს მელიას ჩამოცილებას, ამ საკითხებზე ამირან სალუქვაძე გვესაუბრება:

ნაწყვეტი ინტერვიუდან

- ელენე ხოშტარიამ და ზურა ჯაფარიძემ­ დაადასტურეს, რომ კეზერაშვილთან­ თანამშრომლობისთვის მზად არიან. რას შეიძლება­ გეგმავდეს კეზერაშვილი ფულის ჩადებით,­ ერთი მხრივ, "ნაცმოძრაობაში" და მეორე მხრივ, "გირჩი­ - მეტი თავისუფლება", "დროასა" და "სტრატეგია­ აღმაშენებლის" ერთობაში?

- კეზერაშვილი რამდენიმე ფრონტის გაშლას ცდილობს. ხოშტარია, ჯაფარიძე, ვაშაძის დაფინანსება - მათი მივლინებები, რესტორნები და სასტუმროები მისთვის დიდი ხარჯი არ არის.

- ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ამ ისედაც დაბალი რეიტინგის მქონე პარტიებს დისკრედიტირებულმა კეზერაშვილმა ელექტორატი­ უფრო შეუმციროს?

- კი, მაგრამ, როგორც ჩანს, მათთვის ამაზე მნიშვნელოვანი დაფინანსებაა. ყველაზე მეტად ვაშაძის მიკვირს, სერიოზულ პოლიტიკოსად მოაქვს თავი, იბრძოლა, იწვალა, პარტიას ამბიციური სახელი, "სტრატეგია აღმაშენებელი" დაარქვა და ბოლოს ჯაფარიძესა და ხოშტარიასთან გაერთიანდა. კაცს, რომელსაც არც ხოშტარიას რუსული ფული უქმნის დისკომფორტს და არც კრიმინალი კეზერაშვილის ფული, პოლიტიკოსობაზე როგორ აქვს პრეტენზია?! ეგენი, ყველა ერთად, პოლიტიკაში მყოფი სუბიექტები არიან, არც სერიოზული გათვლები აქვთ და არც პოლიტიკურ პერსპექტივებს ხედავენ, მათი ერთადერთი მიზანი დაფინანსების მოპოვებაა. ამისთვის კი დაკვეთის შესრულებაა საჭირო. კეზერაშვილის ერთადერთი დაკვეთა ხელისუფლების დაზიანება და საკუთარი ინტერესების ლობირებაა.

ხელისუფლების შეცვლა კი სურთ, მაგრამ არა პოლიტიკური ჭიდილით. მათი გათვლა ასეთია, ოდესმე ხომ დამარცხდება "ქართული ოცნებაო". პოლიტიკურ პროცესზე უარი თქვეს. ბოლოდროინდელი IRI-ს კვლევის მიხედვით, კითხვაზე, ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 25% ამბობს, რომ ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 12% - "ნაციონალურ მოძრაობას", 3% პარტიას "საქართველოსთვის - გიორგი გახარია", "გირჩი - მეტი თავისუფლება - ზურაბ "გირჩი ჯაფარიძეს" ასევე­ 3%, "სტრატეგია აღმაშენებელი - გიორგი­ ვაშაძეს", "დროა - ელენე ხოშტარიას", "ლეიბორისტული პარტია - შალვა ნათელაშვილსა" და სხვებს 2% უჭერს მხარს. არიან ერთპროცენტიანი პარტიებიც.­ ეს ნიშნავს, რომ თუ არჩევნები 5%-იანი ბარიერით ჩატარდება, პარლამენტში შევა მხოლოდ ორი პარტია - "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა", დანარჩენი ოპოზიცია საკუთარი უჭკუობითა და "ნაციონალების" ბრალეულობით სრულად დეგრადირებულია. გადაღრღნეს "ნაციონალებმა" ოპოზიცია! ადრე ბიუჯეტს ღრღნიდნენ, ახლა ოპოზიციას ღრღნიან! ყველა არჩევნებზე ავიწროებენ, ამუნათებენ, საკუთარი წესებით ათამაშებენ, ბოლოს კი ყველა ოპოზიციური ძალა ნადგურდება. გიორგი ვაშაძეს ჰგონია, სამი პარტიის გაერთიანებით 7%-ს აიღებენ. სამი კი არა, ყველა ოპოზიციური პარტია რომ გააერთიანო, მაინც ვერ მოიპოვებენ 7%-იან მხარდაჭერას. "ნაციონალებთან" თამაშმა მათი სრული მარგინალიზაცია განაპირობა.

- თუ "ნაციონალებმა" ოპოზიცია გამოხრეს, გამოდის, მმართველი გუნდის საქმეს აკეთებენ.

- არაჯანსაღი, არაკონკურენტუნარიანი და მარგინალი ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ხელისუფლების საქმეს აკეთებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სააკაშვილს სურს მისი პარტია ივანიშვილს ემსახუროს. უნდათ თუ არა, ასე გამოდის. ყველას გვინდა ქვეყანაში ჯანსაღი ოპოზიცია იყოს, ხელისუფლებას მუდმივად ტონუსში რომ ამყოფებს. კონკურენტუნარიანი ოპოზიცია ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშიც კი შედის. კეზერაშვილი მარგინალია და მისი მთავარი ინტერესი ქართული სახელმწიფოს დაზარალებაა, რაც ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესს.

- თქვენი აზრით, ვინ იქნება კეზერაშვილი-მერაბიშვილის წარმომადგენელი "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში?

- ხაბეიშვილი ხომ არ მალავს, რომ აქვს კეზერაშვილთან კონტაქტი? გააგრძელეთ კითხვა