თურქები და ირანელები ერთდროულად ბომბავენ სირიისა და ერაყის ტერიტორიებს - კვირის პალიტრა

თურქები და ირანელები ერთდროულად ბომბავენ სირიისა და ერაყის ტერიტორიებს

მეორე დღეა, სირიასა და ერაყში მაცხოვრებელ ქურთებს მძიმე დღეები დაუდგათ - ჩრდილოეთიდან მათ თურქული თვითმფრინავები ბომბავენ, აღმოსავლეთიდან კი - ირანის მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტები ეცემათ...

რამ განაპირობა, რომ ქურთების დაბომბვის სურვილი თითქმის ერთდროულად გაუჩნდათ ანკარასა და თეირანში?

თავად თურქეთისა და ირანის ურთიერთობებიც არ არის ია-ვარდით მოფენილი, თუნდაც ყარაბაღის თემასთან დაკავშირებით, რომელშიც თურქეთი აზერბაიჯანის გვერდზე დგას, ხოლო ირანი კი პოლიტიკურ და, შეიძლება, მალულ სამხედრო დახმარებასაც უწევს სომხეთს, რუსეთის მხარდაჭერით.

თუმცა, ამ შემთხვევაში, დაემთხვა თურქეთისა და ირანის ინტერესები - ირანმა სარაკეტო დარტყმები მიიტანა ერაყის ქურთისტანში, ერბილისა და სულეიმანიას პროვინციებში მდებარე ქურთების პოლიტიკური პარტიების შტაბ-ბინებზე, რადგან თეირანში თვლიან, რომ ბოლო პერიოდში ირანის ქალაქებში აგორებულ მძლავრ საპროტესტო მოძრაობას (რომელიც ქურთი ეროვნების გოგონას ირანის პოლიციის მიერ ცემით მოკვლის შემდეგ აგორდა) ქურთებიც უძღვებიან...

ანკარამ კი სირიის ჩრდილოეთში, ქურთისტანის მუშათა პარტიის პოზიციებზე მასობრივი საჰაერო იერიშების დაწყება სტამბოლში განხორციელებულ ბოლო ტერაქტს დაუკავშირა, რომლის დამგეგმავ-შემსრულებლად სწორედ ქურთისტანის მუშათა პარტიის ხელმძღვანელობა გამოაცხადა.

საგულისხმოა, რომ აქამდე თურქეთის საჰაერო ძალები ვერ ბედავდნენ ასე ღიად და მასობრივად შეფრენას სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, ტელ-რიფატეს, მარანეზეს, კობანისა და შაიბადეს რაიონებში, ქურთების შტაბებისა და პოზიციების დასაბომბად, რადგან სირიის ჩრდილოეთ ნაწილის თავზე საჰაერო სივრცეს რუსეთის საჰაერო თავდაცვის საზენიტო-სარაკეტო სისტემები აკონტროლებენ, ხოლო ჰმეიმის აეროდრომიდან ასაფრენად ყოველ წუთს მზად არიან რუსული გამანადგურებელი თვითმფრინავები.

ეჭვს არ იწვევს, რომ თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს ჩრდილოეთ სირიის თავზე საჰაერო სივრცე რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით გაუხსნეს და, თანაც, სირიის პრეზიდენტი ასადიც დაიყოლიეს, რომ მას დიდი პროტესტი არ გამოეხატა მისი ქვეყნის ტერიტორიის მეზობლის მხრიდან დაბომბვასთან დაკავშირებით.

სახეზეა თურქეთისა და რუსეთის სახელმწიფოებრივ ინტერესებთან დაკავშირებით ანკარასა და მოსკოვს შორის წარმოებული ფარული გარიგებები, მაგრამ ქურთების დაბომბვისთვის თვალის დახუჭვის სანაცვლოდ რას იღებს პუტინი ერდოღანისგან?

ლოგიკური იქნებოდა, რომ სამაგიეროდ კრემლს თურქეთისგან უკრაინის ომში სრული ჩაურევლობა მოეთხოვა, ისევე, როგორც დარდანელისა და ბოსფორის სრუტეების გახსნა რუსული სამხედრო ხომალდებისთვის, რომლებიც რუსეთის ჩრდილოეთისა და წყნარი ოკეანის ფლოტებიდან სპეციალურად თავმოყრილი იყვნენ ხმელთაშუა ზღვაში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დასახმარებლად, შავ ზღვაში შემოსასვლელად.... გააგრძელეთ კითხვა