Kvirispalitra.ge-ის მკითხველმა წლის ადამიანად დევი მეზურნიშვილი დაასახელა - ნახეთ, ვინ რომელ ადგილს იკავებს ჩვენს გამოკითხვაში - კვირის პალიტრა

Kvirispalitra.ge-ის მკითხველმა წლის ადამიანად დევი მეზურნიშვილი დაასახელა - ნახეთ, ვინ რომელ ადგილს იკავებს ჩვენს გამოკითხვაში

მსოფ­ლი­ოს­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლომ ურ­თუ­ლე­სი წელი მო­ი­ტო­ვა უკან. 24 თე­ბერ­ვალს რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რამ და შუ­ა­გულ ევ­რო­პა­ში სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომის გა­ჩა­ღე­ბამ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მსოფ­ლიო წეს­რი­გი შეც­ვა­ლა.

Kvirispalitra.ge -მ ტრა­დი­ცი­უ­ლად, გა­და­წყვი­ტა, მკი­თხველ­თან ერ­თად გა­მო­ევ­ლი­ნა წლის ადა­მი­ა­ნი. გა­მო­კი­თხვა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და რო­გორც Kvirispalitra.ge-ზე, ასე­ვე Ambebi.ge - ზე, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სულ 20 872-მა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო.

ჩვენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას 9 კან­დი­და­ტუ­რა შევ­თა­ვა­ზეთ, რო­მელ­თა­გა­ნაც ყვე­ლა­ზე მეტი ხმა ( 32,4%) მი­ი­ღო დევი მე­ზურ­ნიშ­ვილ­მა, მე­ბა­ღემ, რო­მელ­მაც ვა­კის პარკში, სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად ბავ­შვე­ბი გა­და­არ­ჩი­ნა.

შე­გახ­სე­ნებთ, 13 ოქ­ტომ­ბერს, ვა­კის პარკში, შად­რე­ვან­ში ბავ­შვე­ბი ბურ­თის ამო­სა­ტა­ნად ჩა­ვიდ­ნენ, რა დრო­საც მათ დენ­მა და­არ­ტყა. მათ გა­და­სარ­ჩე­ნად ჩა­ვი­და დევი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლის, რო­მელ­მაც სიკ­ვდი­ლის­გან იხ­სნა 2 მო­ზარ­დი, ერთ-ერთი ბავ­შვის, 13 წლის გო­გო­ნას, მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ა­ხერ­ხა.

"ხალ­ხი იყო შეკ­რე­ბი­ლი, ვე­რა­ვინ ბე­დავ­და ჩას­ვლას. ეგ­რე­ვე ჩავ­ხტი წყალ­ში, რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, დე­ნის ამ­ბა­ვი თუ იყო. მერე კი მივ­ხვდი, რა­შიც იყო საქ­მე... რაც უფრო ახ­ლოს მივ­დი­ო­დი, დე­ნის დარ­ტყმა უფრო ძლი­ერ­დე­ბო­და, მა­ინც შევ­ძე­ლი დე­ნის ატა­ნა და ორი ბავ­შვის გა­მოყ­ვა­ნა. მა­ინც გავ­რის­კე, აბა, რა უნდა მექ­ნა, შე­იძ­ლე­ბა იქ ჩემი შვი­ლიც ყო­ფი­ლი­ყო... ეს არ იყო გმი­რო­ბა, მხო­ლოდ ბავ­შვე­ბის გა­დარ­ჩე­ნა­ზე ვფიქ­რობ­დი... ამ დღის გახ­სე­ნე­ბა­ზე სულ ვტი­რი", - ამ­ბობ­და დევი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლი kvirispalitra.ge -სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში . (იხი­ლეთ სრუ­ლად)

მე­ო­რე ად­გილ­ზე 15.8%-ით გა­ვი­და ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლის იტა­ლი­ურ კლუბ "ნა­პო­ლი­ში“ გა­დას­ვლამ წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნა 21 წლის მარ­ცხე­ნა გა­რე­მარბსაც და მის სამ­შობ­ლო­საც. დღეს მსოფ­ლი­ო­ში ფეხ­ბურ­თით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იშ­ვი­ა­თად მო­ი­ძებ­ნე­ბა ალ­ბათ, ვინც "კვა­რას“, იგი­ვე "კვა­რა­დო­ნას“ სა­ხე­ლი არ იცის. "ნა­პო­ლის“ რი­გებ­ში რამ­დე­ნი­მე მატ­ჩის ჩა­ტა­რე­ბაც საკ­მა­რი­სი გახ­და, რომ მას ფეხ­ბურ­თის ქო­მაგ­თა გული მო­ე­ნა­დი­რე­ბი­ნა, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი დიდ-პა­ტა­რა ფეხ­ბურ­თის გულ­შე­მატ­კივ­რად ექ­ცია.

მე­სა­მე ად­გილ­ზე კი 12.2%-ით გა­ვიდ­ნენ მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი და უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლე­ბი. რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რას არა­ერ­თი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი ია­რა­ღით უპი­რის­პირ­დე­ბა, მათ შო­რის არა­ერ­თი შე­ე­წი­რა ამ ომს. ბრძო­ლის ავან­გარ­დშია "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნი", ხელ­მძღვა­ნელ მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვილ­თან ერ­თად, რო­მელ­თან ინ­ტერ­ვი­უ­საც ambebi.ge დღეს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

ნა­ხეთ გა­მო­კი­თხვის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბი:

27122022-1317-1672132827.19_REC.png