"შენზე საიმედო მეგობარი ცოტაა ამ ქვეყანაზე, მითხრა ბოლო ნახვის დროს და ისე ამიჩუყდა გული" - როგორ ეხმაურებიან ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"შენზე საიმედო მეგობარი ცოტაა ამ ქვეყანაზე, მითხრა ბოლო ნახვის დროს და ისე ამიჩუყდა გული" - როგორ ეხმაურებიან ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში?

84 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი ბუბა (ვახტანგ) კიკაბიძე.

მომღერლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი თუ უცნობი სახეები. გარდაცვლილის სოჯახს მიუსამძიმრა საქართველო პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ტელეწამყვანი:ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკა, შენზე საიმედო მეგობარი ცოტაა ამ ქვეყანაზე, მითხრა ბოლო ნახვის დროს და ისე ამიჩუყდა გული, ამას მეუბნებოდა ბუბა, რომელმაც ჩემი აზრით, იცოდა მეგობრობის მნიშვნელობაც და სიტყვა საიმედოსიც.შვილიშვილებს სიამაყით მოვუყვები ჩვენს ყველა შეხვედრას.ძალიან მიყვარდით",.

მსახიობი: გია როინიშვილი

"ბუბა- ეპოქა! ბუბა-დიდი ხელოვანი,ნამდვილი ვარსკვლავი, ბუბა- ნამდვილი მაგალითი პატრიოტიზმის, სამშობლოს სიყვარულის,ადამიანის სიყვარულის, ბუბა-თავის სამშობლოს საუკეთესო ელჩი ყველგან და ყოველთვის! ნათელი მის სულს! ნათელი მის სახელს"

ტელეწამყვანი: ნიკა ქავთარაძე

"ძალიან დიდი ისტორია დასრულდა!"

მომღერალი: სოფო ნიჟარაძე

"ეპოქა, ლეგენდა, ყველა დროის უდიდესი ქართველი წავიდა".

გთავაზობთ ინტერვიუს "კვირის პალიტრის" არქივიდან, სადაც ბატონი ბუბა მისი ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდსა და ამბავს იხსენებს: "თუ ჯინსი გეცვა და რეზინსაც ღეჭავდი, პირველი კაცი იყავი"