"პატარა სილა ააწნა... ბოდიში გვარამიამ მოუხადოს მთელ საქართველოს" - რა განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ შვილის საქციელზე და როგორ იმუქრება გვარამია? - კვირის პალიტრა

"პატარა სილა ააწნა... ბოდიში გვარამიამ მოუხადოს მთელ საქართველოს" - რა განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ შვილის საქციელზე და როგორ იმუქრება გვარამია?

"ჩხუბი თუ გინდოდა, სიბნელეში, უკნიდან, კაპიშონგადაფარებული, დამხმარეებთან ერთად კი ნუ მომეპარებოდი კეფაში რაღაცის ჩასარტყმელად და მერე სამარცხვინოდ გაიპარებოდი, პირისპირ მაინც მოსულიყავი"

"ცხრა წლის განმავლობაში, ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ განხორციელებული ფიზიკური და მორალური ძალადობის გამო, ყელში ამომივიდა, რომ დავინახე, ვეღარ მოვითმინე და დავარტყი" - განუცხადა ჟურნალისტებს ლევან გაჩეჩილაძის ვაჟმა რატი გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებ სვაკე-საბურთალოს შს სამმართველოსთან, საიდანაც ქალაქის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. შეგახსენებთ, მან "რუსთავი 2" -ოს გენდირექტორის ნიკა გვარამიას ცემა ჯერ "ფეისბუკის" პირად გვერდზე აღიარა და დაწერა ისიც, რომ "დაინინ რუმსში" მოხდარ ინციდენტში მხოლოდ თვითონ მონაწილეობდა. (იხილეთ)

როგორც მისმა ადვოკატმა ლალი გელაშვილმა ქალაქის მთავარი სამმართველოდან გამოსვლისას განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკითხვის შემდეგ დააკავეს, თუმცა. მისი მტკიცებით. ამის საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან რატი გაჩეჩილაძემ დანაშაული აღიარა და პოლიციაში თავისი ფეხით მივიდა.

"რუსთავი 2"- მა გაავრცელა რატი გაჩეჩილაძის მამის ლევან გაჩეჩილაძის კომენტარიც:

"რატომ უნდა დაიჭირონ, ხელის დარტყმისთვის? ემოციის კონტროლი შეუძლებელია იმ განვლილი წლების შემდეგ, რა წლებიც მე და ჩემმა მეგობრებმა და ოჯახმა გაიარა, ნიკა გვარამია ერთ-ერთი სათავე იყო ბოროტების და დღემდე არის, ეს ანგარიშსწორება არ ყოფილა, ანგარიშსწორება არის როცა დაგეგმავ, და როცა შემთხვევით გადაეყრები, ეს სხვა რამე არის, პატარა სილას ააწნი, ეს ანგარიშსწორება არ არის, ბოდიში გვარამიამ მოუხადოს მთელ საქართველოს. უშუალოდ ნიკა გვარამიასგან ნოემბრიდან რომ დაიწყო დღემდე მთავრდება, ცილისწამება, უხეშობა, მილიონი შეურაცხყოფა, ძალადობა ზევიდან, ბოროტად გამოყენება ტელევიზიის. პროკურორის ტყავიდან ვერ გამოვიდა". (წყარო)

რატი გაჩეჩილაძის აღიარებას "ფეისბუკით" გამოეხმაურა ნიკა გვარამიაც:

"კუანა გრეჩიხას კუანა შთამომავალო, ჩხუბი თუ გინდოდა, სიბნელეში, უკნიდან, კაპიშონგადაფარებული, დამხმარეებთან ერთად კი ნუ მომეპარებოდი კეფაში რაღაცის ჩასარტყმელად და მერე სამარცხვინოდ გაიპარებოდი, პირისპირ მაინც მოსულიყავი.

ნაბიჭვრის სახელს, ჩემი ტვინის შერყევა მირჩევნია. ეგ გამივლის, შენ კიდევ არაფერი გეშველება. ვერც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევი!.. თუ ამბობს, რომ მარტო იყო, ამით ვიღაცას კი არ აფარებს ხელს, საკუთარი თავის გამოძვრენას ცდილობს, რადგან ჯგუფური თავდასხმა უფრო მძიმე დანაშაულია. იქ იყო ორი ადამიანი, ერთი მე დამესხა თავს, ხოლო მეორე ჩემს მეგობარს".

მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

იხილეთ ასევე: "მე რამდენჯერ მცემეთ? ძვლებს რომ მიმსხვრევდით, მაშინ რატომ არ გმობდით ძალადობას"? - როგორ ეხმაურებიან გვარამიას ცემას "ფეისბუკში"?