მამაკაცი ჯერ სცემეს, მერე გააუპატიურეს - რა მოხდა გაჩიანში?! - კვირის პალიტრა

მამაკაცი ჯერ სცემეს, მერე გააუპატიურეს - რა მოხდა გაჩიანში?!

გავრცელებული ინფორმაციით, გაჩიანში მამაკაცი ჯერ აწამეს, შემდეგ კი გააუპატიურეს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ეჭვიანობის ნიადაგზე რამდენიმე პირმა შუა ხნის მამაკაცი სოფლის ბოლოში გაიყვანა, ჯერ სცემა და შემდეგ კი გააუპატიურა. დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ. სისხლის სამართლის საქმე 144 პრიმა მუხლით არის აღძრული. ხუთი პირი გამოძიებამ ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებს უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ ინციდენტში მონაწილე დანარჩენი 6 ადამიანიც.

იხილეთ ასევე:  მოძალადეებმა მამაკაცის ცემისა და ძალადობის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები გადაიღეს და სოციალური ქსელით გაავრცელეს

"ინტერპრესნიუსი"