მოძალადეებმა მამაკაცის ცემისა და ძალადობის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები გადაიღეს და სოციალური ქსელით გაავრცელეს - კვირის პალიტრა

მოძალადეებმა მამაკაცის ცემისა და ძალადობის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები გადაიღეს და სოციალური ქსელით გაავრცელეს

გაჩიანის მოსახლეობა 42 წლამდე ასაკის მამაკაცის ჯგუფურად სასტიკად ცემასა და ძალადობაში მონაწილე პირების დაკავებასა და კანონის სრული სიმკაცრით დასჯას მოითხოვს.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტს ადგილზე, სოფლის მოსახლეობამ განუცხადა, მეზობელ უბანში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის ქმარმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, 42 წლის მამაკაცი, თანამზრახველებთან ერთად, ე.წ. ველის ტერიტორიაზე სასტიკად სცემეს და შემდეგ მასზე იძალადეს.

ადგილობრივების განცხადებით, მოძალადეებმა ჯგუფური ცემისა და ძალადობის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები გადაიღეს და სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელეს.

როგორც ძალადობის მსხვერპლის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, პოლიციამ 5 ეჭვმიტანილი დააკავა, თუმცა 10-ზე მეტი პირი ჯერ არ დაუკავებიათ. ისინი დამნაშავეების დროულად მოძებნასა და დასჯას ითხოვენ.

შემთხვევა გუშინ მოხდა, მამაკაცი ამ დროისათვის თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაყვანილი და ის რეანიმაციულ განყოფილებაში უგონო მდგომარეობაშია. მას მრავლობითი მოტეხილობები აქვს, დაზიანებული აქვს ხერხემალი.

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ. სისხლის სამართლის საქმე 144 პრიმა მუხლით არის აღძრული. ხუთი პირი გამოძიებამ ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებს უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ ინციდენტში მონაწილე დანარჩენი 6 ადამიანიც.