რა მდგომარეობაშია ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი მამაკაცი და რას ითხოვს მისი ოჯახი? - კვირის პალიტრა

რა მდგომარეობაშია ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი მამაკაცი და რას ითხოვს მისი ოჯახი?

22 აგვისტოს, სოფელ ყარაჯალაში ეჭვიანობის ნიადაგზე 42 წლის მამაკაცს, 15-ზე მეტი მამაკაცი სასტიკად გაუსწორდა. ის ჯერ სცემეს, შემდეგ კი გააუპატიურეს.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 144 პრიმა მუხლით არის აღძრული.

მსხვერპლი მამაკაცის დედის განცხადებით, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციაში, მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ექიმები ვერ ეუბნებიან, გამოვა თუ არა მისი შვილი კომიდან.

როგორც დაშავებული მამაკაცის დედამ აღნიშნა, პოლიციამ ადამიანის ჯგუფურ ცემასა და ძალადობაში მონაწილე მხოლოდ ორი პირი დააკავა, დანარჩენი ათი კი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.

ოჯახის წევრები სამართალდამცავებს მოუწოდებენ, დროულად დააკავონ ყველა დამნაშავე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ირწმუნებიან, რომ მათ თავად გაუსწორდებიან.

იხილეთ ასევე: მოძალადეებმა მამაკაცის ცემისა და ძალადობის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები გადაიღეს და სოციალური ქსელით გაავრცელეს