სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა შორის ერთ-ერთი აჰმედ ჩატაევია?! - ვინ არის ლაფანყურის მოვლენების მონაწილე ჩატაევი?
თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ, საზოგადოებაში უამრავი ინფორმაცია ვრცელდება.
გუშინ, თითქმის 20-საათიანი სპეცოპერაციის დროს, ვრცელდებოდა ვერსიები, რომ სპეცოპერაციის გაჭიანურების მიზეზი ეჭვმიტანილების მხრიდან მძევლების აყვანა იყო, რაც სუს-მა მალვე უარყო. მეორე ვერსიით, - ბინაში იმყოფებოდა მნიშვნელოვანი ფიგურა, რომლის ცოცხლად აყვანაც იგეგმებოდა. ერთი სიტვით, ვიდრე შესაბამისი უწყებები საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს პასუხს არ გასცემენ, კიდევ უამრავი მოსაზრება გაჩნდება.
ერთ-ერთი დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა შორის ერთ-ერთი შესაძლოა აჰმედ ჩატაევი იყოს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველად ყოფილმა სამხედრო ინსტრუქტორმა დავით მაკიშვილმა გაავრცელა. მან ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა ამაზე: "ჩემი ინფორმაციით,
ჩატარებული ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია ახმედ ჩატაევი და მისი დაცვის წევრები..."
2015 წელს ცნობილი გახდა, რომ ჩატაევმა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებს, მუქარის შემცველი აუდიო-ჩანაწერი გამოუგზავნა. ამის შესახებ, ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით 2015 წელს დაკავებულ სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამის, აიუფ ბორჩაშვილის სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი.
"ცალხელა "ვერბოვშიკი" - ასე იხსენიებს მას რუსული მედია, რომლის ცნობითაც, 2016 წლის 28 ივნისს, სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარი ტერაქტი, რა დროსაც 43 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა, ჩატაევის დაგეგმილი იყო. არსებული ინფორმაციით, ტერორისტულ აქტში, სულ 8 ადამიანი მონაწილეობდა, თურქული მედიის ინფორმაციით, ორგანიზატორი, სწორედ ჩეჩენი ახმედ ჩატაევი იყო. გაგრძელება