"ბედნიერი ვარ იმით, რომ ასეთი რამ გამიმხილა, ვიგრძენი, რომ მისი ახლო მეგობარი ვიყავი" - დეა კაპანაძე დუმილს არღვევს
23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარმა, დეა კაპანაძემ "რუსთავი 2-თან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უარგუმენტოა ბრალდებები, თითქოს რაიმე მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებაზე.
"რატომ, რის გამო დამაშანაულეს აზრზე არ ვარ, უბრალოდ მართლა ძალიან მოქმედებს ეს ყველაფერი ჩემზე და ყველანაირად ვცდილობდი, რომ არ მიმექცია ყურადღება... მესმის, რომ შვილი ჰყავს მკვდარი, გულთანაც მიმაქვს ეს ყველაფერი...ჰგონიათ, რომ ვიმალები, რაც ვიცოდი ვთქვი პოლიციაში, ვცდილობ პატარა დეტალიც კი გავიხსენო, რაც შეიძლება გამოსადეგი იყოს მათთვის. 5-ჯერ ჩვენება არ შემიცვლია... პირველი ორი დღე არც კი ვფიქრობდი, რომ მკვდარი შეიძლება სადმე გვენახა, ვფიქრობდით, რომ ვიღაცამ მოიტაცა. დავაფიქსირე კიდეც, პირველ მეორე ჩვენებაში, რომ თავის მოკვლა გამორიცხული იყო. გარდაცვლილი რომ ვიპოვეთ მერე უკვე სხვანაირად დავიწყე ფიქრი. 5-ჯერ ნამდვილად არ შემიცვლია ჩვენება, უბრალოდ გარემოება იყო ისეთი, რომ სხვადასხვა უწყება მკითხავდა, შსს, პროკურატურა, ქვემო ქართლის უწყებაშიც დამკითხეს. ყველას ჰქონდა სხვადასხვა კითხვები და სხვადასხვა პასუხები იყო".
დეა კაპანაძე ინტერვიუში ასევე ყვება იმის შესახებ ჰქონდა თუ არა თამარ ბაჩალიაშვილს წარსულში თვითმკვლების მცდელობა:
სამი წლის წინ, თუ ორი წლის წინ, ზუსტად ვერ გეტყვით რა პერიოდი იყო, აივანზე ვიჯექით და ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ასეთი, რამ გამიმხილა და თავი ვიგრძენი, რომ მისი ახლო მეგობარი ვიყავი. მითხრა, რომ ჰქონდა სუიციდის მცდელობა, აღარ ჩავეძიე , არ მინდოდა გული მეტკინა, აი თამო, რატომ? რისთვის? - არ მინდოდა, რომ უფრო დამემძიმებინა. 2-ჯერ ჰქონდა ამის მცდელობა. არ უთქვამს, ოჯახმა იცოდა თუ არა ამის შესახებ", -აცხადებს "რუსთავი 2" -თან ინტერვიუში დეა კაპანაძე.