"ვიდრე კანცელარიაში არ შეუვარდებიან, არ დააკავებენ გვარამიას და მის "შნირებს?!" - როგორ ეხმაურებიან "ფეისბუკზე" სკანდალურ ჩანაწერებს?! - კვირის პალიტრა

"ვიდრე კანცელარიაში არ შეუვარდებიან, არ დააკავებენ გვარამიას და მის "შნირებს?!" - როგორ ეხმაურებიან "ფეისბუკზე" სკანდალურ ჩანაწერებს?!

"რუსთავი ორს რომ ფიზიკურად დავიცავთ და მთავრობას ძალიან დიდ ფასს დავუჯენთ, ეს ვინმესთვის საიდუმლო იყო?"

"გაატარეთ!" ეს განგებ ჩაწერილი დიალოგია, არაფერს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ნელნელა ეწურებათ "ნაცებს" თემები და მსხვერპლის მანტია ეხევათ ტანზე..."

უკრაინულმა გამოცემამ uareview.in.ua-მ გაავრცელა მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას, ასევე მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას საუბრის აუდიო ჩანაწერები. გავრცელებული აუდიომასალის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიას "რუსთავი 2"-ის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ეკითხება და იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე მიდგება საქმე, რევოლუციურ სცენარს სთავაზობს. საუბრის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი გვარამიას ბარიკადების აღმართვისკენ მოუწოდებს. სააკაშვილი გვარამიას ეუბნება, რომ "იშოვონ ბოევიკები" და ეს ყველაფერი საბოლოოდ აუცილებლად სროლით დასრულდება. (იხილეთ)

ვინ როგორ გამოეხმაურა ამ ჩანაწერებს "ფეისბუკში":

სალომე ზურაბიშვილი, საგარე საქმეთა ექსმინისტრი:

"ჩემის აზრით, ესეც მომზადებული მახეა! ამ საუბარზე (უკრაინელების მიერ ჩაწერილს თუ თვით მიშას გავრცელებულს) ხელისუფლება თუ რამე რეაგირებას მისცემს, ჩაჯდება კიდევ ერთხელ "ნაციონალების" მიერ მომზადებულ ყალიბში! გვარამიას რომ დაბრალდეს სახელმწიფო გადატრიალების განზრახვა და ამის გამო დაიჭირონ, უკვე მზად ექნებათ ლოზუნგები და დემარშები: "ადამიანის უფლებების დარღვევა", "მოსმენების აღდგენა" და ასე შემდეგ და ხელისუფლება კიდევ ერთხელ თავის მართლების რეჟიმზე გადავა!..

ამიტომ ჩემი რჩევა ხელისუფლება: "გაატარეთ!" ეს განგებ ჩაწერილი დიალოგია, არაფერს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ნელნელა ეწურებათ "ნაცებს" თემები და მსხვერპლის მანტია ეხევათ ტანზე...

ამიტომ ყველაზე სწორი მიდგომა არის სიწყნარ და არ აყოლა! არც სამოქალაქო დაპირისპირება გვემუქრება, არც სახელმწიიფო გადატრიალება! ჩვენ გვემუქრება მხოლოდ ხელისუფლების შეცდომები და არამდგრადი პოლიტიკა! დანარჩენი არის არის მოდელირებული რეალობის შექმნის მცდელობა, რომელსაც მხოლოდ ერთი რამე შეუძლია: ხელისუფლებას აურიოს გზა და კვალი და მის გასაკეთებელ საქმიდან გადაიყვანოს უაზრო და უმიზნო ორომტრიალში...

თამარ ჩერგოლეიშვილი, ჟურნალ "ტაბულას" დირექტორი:

"რუსთავი ორს რომ ფიზიკურად დავიცავთ და მთავრობას ძალიან დიდ ფასს დავუჯენთ, ეს ვინმესთვის საიდუმლო იყო?

კარგი ისაა, რომ გვარამიას შანტაჟის ამბავი დადასტურდა. ისიც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ

გვისმენენ უკანონოდ".

ზაალ ანჯაფარიძე, ექსპერტი:

ინტერნეტში გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერების აუთენტურობა უნდა დადასტურდეს ან უარყოფილი იქნას დაუყონებლივ!!! და თუ დადასტურდა, მაშინ უნდა აღიძრას საქმე და დადგეს "ნაცმოძრაობის" როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის აკრძალვის საკითხი.

გვარამიას საკითხი გასაგებია, მაგრამ მე მაინტერესებს, "რუსთავი-2" ჟურნალისტების პოზიცია, თუ ისინი თავს ჟურნალისტებად მიიჩნევენ. თუ ეს ყველაფერი ნამდვილია, როგორ წარმოუდგენიათ თავიანთი როლი მთელ ამ პროცესში?!

გიორგი უძილაური, ჟურნალისტი:

"კაი, მოსახლეობაში სისხლისღვრის დაკვეთა და დღევანდელ ხელისუფლების ზიზღი რომ აქვს "ნაცების", ლიდერს, ეგ ვიცი, მარა ვერ ვხვდები, რატომ მოიხსენიებს სააკაშვილი "ნაციონალების" გაპრავებაში გაოფლილ უცხოელებს "იდიოტებად", რატომ მიშა? რატომ ხარ ასეთი ბოროტი?

თამარა ჩერგოლეიშვილი უცხოელებისთვის მორიგ ნიუსს რომ გააინგლისურებს "იდიოტი უცხოელების" თარგმნაც არ გამორჩეს. ეჭვი მაქვს, უცხოელები თავის მხრივ ახლა ლექსიკონებით ცდილობენ "ვირო მადლიო"-ს თარგმნას..."

არჩილ გამზარდია, ექსპერტი:

"მგონი სააკაშვილმა გვარამიას უთხრა, რომ კანონგარეშე ქმედებები ჩაიდინოს რათა დააკავონ და შემდეგ კვლავ პოლიტიკურ დევნაზე ალაპარაკდნენ - "ოპოზიციური" არხის დირექტორი დააკავესო.

ეს არის ნაცნობი ხელწერა. გვარამიას, სამწუხაროდ, გაწირავენ "ნაციონალები" და მისი მხრიდან ძალიან სამწუხაროა ასეთი უგუნურება. ნაციონალურ მოძრაობას ახასიათებს საკუთარი წევრების გაწირვა ლიდერების მიზნებისათვის.

სამწუხაროა, რომ გვარამია ნაციონალური მოძრაობის მსხვერპლშეწირვის მორიგი ობიექტია.

მწუხარებით ვადევნებ ამ ადამიანის თავისებურ სუიციდს. მისივე გუნდი დაუფიქრებლად და სინანულის გარეშე წირავს მას.

ია ანთაძე, ჟურნალისტი:

"სხვისი არ ვიცი და, როგორც ვხედავ, ნიკა გვარამია უსასტიკესად გადაიღალა მიშას დავალებების შესრულებით".

ცოტნე გამსახურდია:

"უსმინეთ, ჩვეულებრივი სახელმწიფო გადატიალების მცდელობა! ამის მეათედი არ მითქვამს 7 ნოემბერს და ამ ნაძირლებმა რა ბრალდებები ჩამოგვირიგეს... რა სჭირდება ხელისუფლებას, ვიდრე კანცელარიაში არ შეუვარდებიან, არ დააკავებენ გვარამიას და მის "შნირებს?!" თუ უცხოეთიდან ელოდებიან წერილობით თანხმობას?!"