თამარ ჩერგოლეიშვილი: "მიხეილ სააკაშვილმა ვიღაც გიჟები მოგვიქსია" - კვირის პალიტრა

თამარ ჩერგოლეიშვილი: "მიხეილ სააკაშვილმა ვიღაც გიჟები მოგვიქსია"

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა "ფეისბუკში" "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

იხილეთ ასევე: რას იზამს "ნაციონალური მოძრაობა" - ბოკერია სააკაშვილის წინააღმდეგ?!

"მიშას რიტორიკამ "ჩამოვდივარ!" ქოცები დარაზმა და მერყევები დააშინაო. კაი, ბატონო, არის ამაში ლოგიკა. მაგრამ იმავე რიტორიკამ რამდენი მომხრე დარაზმა, ვინც ენმ-ს მიშას გამო უჭერს მხარს, ეგ დაითვალა ვინმემ?

ცხვარი დაკლეს - მე წამაკლეს, ღორი დაკლეს - მე წამაკლესო, ქათამმა რომ თქვა, ისეა მიშას საქმე", - დაწერა ჟურნალისტმა.

მოგვიანებით, ლაშა ბერულავას პოსტს კომენტარებში ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა. როგორც ის წერს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების შეტევების გარდა, მიხეილ სააკაშვილის მოქსეულების მოგერიებაც უწევს.

"და სად არის მიშა? ჩამოვიდა? რა აყვირებდა ტრუხაზე თუ არ ჩამოდიოდა?

რატომ უნდა ვიგერიებდე მე ახლა ქოცების დაცინვებს მიშას ჩამოსვლაზე, როცა არც ეგ ჩამოსვლის მუქარები მომწონდა, მერჩივნა მოგვეგო, წყნარად ჩამოსულიყო, რომ პოლიტიკური საქმიანობა გაეგრძელებინა და მხარდაჭერა აღედგინა (ეგეც მითია - ჩვენ მომხრეებშიც არ არის კონსენსუსი მიშას როლთან დაკავშირებით, არათუ მერყევებში - გაზომილია). მითუმეტეს ზუსტად ვიცოდი, რომ სანამ მისი დაჭერის 1 პროცენტიანი შანსი მაინც არსებობს, არ ჩამოვიდოდა.

და ახლა მე ვიგერიებ დაცინვებს იმაზე, რომ "გადაგვაგდო".

რატომ?

და მარტო ქოცების თავდასხმებს კი არ ვიგერიებ, კიდევ ვიღაც გიჟები მოგვიქსია და მოღალატეებს აძახებინებს", - წერს ჩერგოლეიშვილი.

იხილეთ ასევე: სააკაშვილი უკან იხევს და "ნაცმოძრაობას" პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს

წყარო