რას აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მიგრანტების შესაძლო მიღებაზე? - კვირის პალიტრა

რას აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მიგრანტების შესაძლო მიღებაზე?

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, სებასტიან კურცის მოსაზრებით, ევროკავშირის ლტოლვილთა მიღების ცენტრები ევროკავშირის ფარგლებს მიღმა უნდა გაიხსნას და ეს ქვეყნები შეიძლება იყოს საქართველო, ეგვიპტე და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები. მისივე განმარტებით, ის პირები, რომლებიც ევროკავშირის საზღვარს არალეგალურად გადაკვეთენ, ამ ცენტრებში იქნებიან მოთავსებული.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სებასტიან კურცის მოსაზრებას გამოეხმაურა.

”ევროკავშირის ტერიტორიაზე მყოფი მიგრანტების გადანაწილების საკითხი ქართულ მხარესთან არასდროს, არც ერთ დონეზე ოფიციალურად არ დამდგარა. მათ შორის ამ საკითხს არ შეხებია თავად ბატონი კურცი არც საქართველოში სტუმრობისას და არც რაიმე სხვა ფორმატში.

ეს საკითხი საქართველოში დღის წესრიგში არ დგას, რადგან შეუძლებელია დღევანდელი ჩვენი გამოწვევების გამო ამ პროექტის განხორციელება”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

იხილეთ ასევე: "ქვეყანას ლტოლვილების ახალი მასის მისაღებად ფიზიკური ძალა არ შესწევს" - მიგრანტთა ბანაკები საქართველოში?!

"ინტერპრესნიუსი"