"სააკაშვილი, თქვენს მეუღლესთან ერთად, შემოუძღვა რუსის ჯარს"
"სააკაშვილი, თქვენს მეუღლესთან ერთად, შემოუძღვა რუსის ჯარს", - ასე მიმართა ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს ეკა კვესიტაძეს, რომელმაც ივანიშვილს პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ განცხადებებზე ჰკითხა. ივანიშვილის თქმით, ომი სააკაშვილმა დაიწყო, მისი განცხადებით იმ დიდ დანაშაულის ჩადენის შემდეგ, რაც ასე ტრაგიკულად დასრულდა, "ნაციონალური მოძრაობა" და "რუსთავი 2" ბედავენ და სხვას ეძახიან მოღალატეს და არა ქართველს.
"ღირსეულ ქალბატონზე სალომე ზურაბიშვილზე ამბობენ, რომ ის ქართველი არ არის, ადამიანზე, რომლის მამამაც საფრანგეთის მოქალაქეობა არ მიიღო, რადგან საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა არ უნდოდა", - განაცხადა მან.
იხილეთ ასევე: "ოთარმა მას დაარტყა" - რას ამბობს ივანიშვილი ფარცხალაძე - ყიფიანის დაპირისპირებაზე?