"იქნებ არც გაიმეტოს ჩემი შვილი უფალმა და დანარჩენიც შევაგროვოთ..." - ნანიკო ხაჩიურის მამა - კვირის პალიტრა

"იქნებ არც გაიმეტოს ჩემი შვილი უფალმა და დანარჩენიც შევაგროვოთ..." - ნანიკო ხაჩიურის მამა

რამდენიმე დღეა ამ თემით იმდენად შეძრული ვარ, სათქმელის გამოხატვა ალბათ გამიჭირდება. თუმცა განცდა, რომელიც სწორედ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით გამიჩნდა, ჩემს სიამაყედ იქცა: როცა 19 წლის ნანიკო ხაჩიურზე დაწერილ სტატიას (გოგონას ლეიკემიის მწვავე ფორმა დაუდგინეს, მის ოჯახს კი შვილის გადასარჩენად გროშიც არ აღმოაჩნდა) 145000 ადამიანი გამოეხმაურა, კომპიუტერთან დავჯექი და ... ავტირდი!

ნანიკოს გადასარჩენად დაახლოებით 70000 დოლარი შეგროვდა. ამ 75000 დოლარიდან 50000 ათასი ბიზნესმენმა მიხეილ ხუბუტიამ გადაურიცხა გოგონას. რასაც სავარაუდოდ, სახელმწიფოსგან გაღებული 10000 ევროც დაემატება. ასე რომ, სასწაულები, როცა თუნდაც გულის კუნჭულში გვჯერა, რომ ის მოხდება, აუცილებლად ხდება! ამიტომაც ვუთხარი შვილზე დარდით ლანდადქცეულ ბიჭიკო ხაჩიურს, - ჩვენთვის შეუძლებელი უფლისთვის შესაძლებელია-მეთქი. ამიტომაც ვეუბნები იმ ადამიანებს, რომლებმაც ქველმოქმედება ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას პიარის შექმნის მცდელობაში ჩაუთვალეს, - თუ 19 წლის გოგოს სიკვდილის ხელიდან დახსნა შეგიძლია და რაც შეგიძლია, აკეთებ, უნდა ჩათვალო, რომ ამაზე მეტს ცხოვრებაში ვერაფერს შეძლებ.

როცა ნანიკოს საბრალო მამას დავუკავშირდი, ის კიდევ უფრო მოტეხილი და განადგურებული მეჩვენა. ვუთხარი, - თქვენი შვილის ბედით შეწუხებულ ხალხს იმის გაგება სჭირდება, რა თანხა შეგიგროვდათ-მეთქი და თავი დამიქნია... აუცილებლად დაწერეთ, რომ ჩემს ცხოვრებაში არც ერთი დღე არ იქნება, რომ ამ ხალხზე არ ვილოცოო. სხვა დანარჩენი კი აი, ეს არის:

- თითქმის ერთი კვირა გავიდა რაც თქვენს შვილზე დავწერეთ,. როგორ არის ნანიკო?

- რა ვიცი. თოდუას კლინიკაში წევს. ექიმებმა გვითხრეს, კიდევ ერთ ქიმიას გავაკეთებთ, მორჩა, მერე დაავადებას ვეღარ გავაჩერებთ, უკვე საზღვარგარეთ უნდა წაიყვანოთ ძვლის ტვინის გადასანერგადო...

- ერთი კვირა ძალიან ცოტა დროა, როგორც ვიცი, 50000 დოლარი მაინც გაქვთ კიდევ შესაგროვებელი, რა ფულიც გაქვთ, ამ თანხით არ შეიძლება გოგონას უცხოეთში წაყვანა და მკურნლობის დაწყება?

- გვინდოდა, მაგრამ საავადმყოფოში გვითხრეს, - არ შეიძლება, აუცილებლად სრული 120000 დოლარი უნდა გადარიცხოთ წინასწარ, იქ მხოლოდ ასე მიგიღებენო. ეს ყველგან ასეაო.

- მერე რას აპირებთ?

- არ ვიცი...

- როგორც ადრე მითხარით, ფულის შესაგროვებლად თქვენი შვილის უნივერსიტეტის მეგობრები და მათი მშობლები დადიან, რა ამბობენ? არსებულ თანხას არაფერი დაემატება? თუ არ დაემატება, რაც შეგროვდა ისიც ხომ წყალში გადაყრილი გამოდის?!

- რა ვთქვა, მართლა არ ვიცი... ვეღარ ვფიქრობ. რაც შემიგროვდა, ესეც სასწაულია. დღეს ვის რა აქვს, რომ ეს მეფიქრა, ხალხი სხვის შვილს ფულს აჩუქებდა. მეგონა სიზმარი მესიზმრებოდა, როცა მიხეილ ხუბუტიას დავალებით დამირეკეს, - ბიზნესმენი 50000 დოლარით გეხმარებათო. მთელი ცხოვრება მუხლებზე რომ ვიყო დაჩოქილი, მადლობის გადახდას მაინც ვერ შევძლებ... იქნებ არც გაიმეტოს ჩემი შვილი უფალმა და დანარჩენიც შევაგროვოთ...

... მითხრა საბრალო მამამ და დამემშვიდობა. თვალი მივაყოლე მის მოხრილ მხრებს და კიდევ ერთხელ ვიფიქრე, რომ რაც ჩვენთვის შეუძლებელია, უფლისთვის არის შესაძლებელი.

ვისაც გსურთ დავეხმაროთ ნანიკო ხაჩიურს, შესაძლებელია ამ ანგარიშებიდან:

მობილური ტელეფონებიდან:

(ნებისმიერი ქსელიდან)

0901 700 091

საბანკო ანგარიშიდან:

GE59BG0000000777989800

პირადი ნომერი:

59001092358

ნანიკოს მამის პირადი ტელეფონი:

555 57 57 78 ბიჭიკო ხაჩიური

სს ”საქართველოს ბანკში” კლიენტის ანგარიშზე თანხების ეროვნულ ვალუტაში (ლარი) ჩარიცხვისათვის აუცილებელი საბანკო რეკვიზიტები:

მიმღების ბანკი: სააქციო საზოგადოება "საქართველოს ბანკი"; ბანკის კოდი: BAGAGE22; გაგარინის ქ. 29ა, თბილისი, 0160, საქართველო

მიმღების დასახელება: ხაჩიური ბიჭიკო

მიმღების ანგარიშის ნომერი: GE59BG0000000777989800

ტელ: (995 32) 2444 444

ელ-ფოსტა: welcome@bog.ge

BANK DETAILS FOR TRANSFERS IN US DOLLAR IN FAVOUR OF CUSTOMERS OF JSC BANK OF GEORGIA

Intermediary Bank: Citibank Ν.Α., New York, USA; SWIFT: CITIUS33

Account With Institution: Bank of Georgia, SWIFT: BAGAGE22; 29a Gagarin street, Tbilisi 0160 Georgia

Beneficiary: КНАСНІURI BICHIKO

Account: GE59BG0000000777989800

Tel.: (995 32) 2444 444

E-Mail: welcome@bog.ge

BANK DETAILS FOR TRANSFERS IN EURO IN FAVOUR OF CUSTOMERS OF JSC BANK OF GEORGIA

Intermediary Bank: Commerzbank, Frankfurt, Germany, SWIFT: COBADEFF

Account With Institution: Bank of Georgia. SWIFT: BAGAGE22; 29a Gagarin street, Tbilisi 0160 Georgia

Beneficiary: КНАСНІURI BICHIKO

Account: GE59BG0000000777989800

Tel.: (995 32) 2444 444

E-Mail: welcome@bog.ge

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)

ასევე იხილეთ:

”სიკვდილი მინდა!” - 19 წლის ულამაზესი გოგონას გადასარჩენად მშობლებს გროშიც არ აქვთ!

მიხეილ ხუბუტია: "ნანიკო აუცილებლად უნდა გადარჩეს! მოგიწოდებთ და გთხოვთ, დაეხმაროთ!" (ექსკლუზივი)