საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" თანამშრომლები დირექტორის თანამდებობაზე მეუფე პეტრეს დატოვოებას ითხოვენ - კვირის პალიტრა

საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" თანამშრომლები დირექტორის თანამდებობაზე მეუფე პეტრეს დატოვოებას ითხოვენ

ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით არხის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ.

გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც საზოგადოებას მამა ზურაბ ცხოვრებაძემ გააცნო, აღნიშნულია, რომ არხის თანამშრომლები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სთხოვენ, "ერთსულოვნების" დირექტორის თანამდებობაზე ჭყინდიდის მიტროპოლიტი პეტრე დატოვოს.

"უმორჩილესად ვთხოვთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, გაითვალისწინოს ტელეკომპანიის თითოული თანამშრომლის სურვილი და საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" დირექტორის თანამდებობაზე, დატოვოს ჭყინდიდელი მიტროპოლიტი პეტრე", - განაცხადა ზურაბ ცხოვრებაძემ.

იხილეთ ასევე: სინოდის გადაწყვეტილება - მეუფე პეტრე თანამდებობიდან გადააყენეს