"თელ-ავივის აეროპორტში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გულშემატკივართა ჯგუფი დააკავეს" - კვირის პალიტრა

"თელ-ავივის აეროპორტში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გულშემატკივართა ჯგუფი დააკავეს"

"აღშფოთებული და შეურაცხყოფილი ვარ იმ დამოკიდებულებით, რასაც ისრაელის სახელმწიფო იჩენს ქართველების მიმართ"

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდნტი მხეილ აბაიშვილი "ფეისბუკის" პირად გვერდზე ავრცელებს ჩანაწერს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"აღშფოთებული და შეურაცხყოფილი ვარ იმ დამოკიდებულებით, რასაც ისრაელის სახელმწიფო იჩენს ქართველების მიმართ. გუშინ თელ ავივის აეროპორტში დააკავეს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გულშემატკივართა 31-კაციანი ჯგუფი. 6-საათიანი ეპოპეის შემდეგ მხოლოდ 20-მა მოახერხა საპასპორტო კონტროლის გავლა, თერთმეტი კი აეროპორტის ტერიტორიაზე არსებულ დროებით დაკავების იზოლატორში დეპორტაციისთვის გადაიყვანეს. მათ შორის, ჩვენი ნაკრების წევრის, დუდა სანაძის ძმაცაა. სამწუხაროდ, ებრაელებს ძალიან მოკლე ისტორიული მეხსიერება აღმოაჩნდათ და ისტორიული მადლიერების გრძნობაც აშკარად ღალატობთ".

იხილეთ ასევე: კონსული: "ისრაელში 70 გულშემატკივარი უპრობლემოდ შემოვიდა"