"სულ 500 კაცი რომ მოვიდა, იმიტომ დაგვიჭირეს, ახლა ნახავთ, ჰომოსექსუალები სახლში რომ შემოგივარდებიან" - რა მოხდა "ქართული მარშის" აქციაზე?
ორგანიზაცია "ქართველთა მარშმა", დაპირებისამებრ, ფეხბურთის ფედერაციასთან აქცია გამართა, რომლის მოთხოვნებს შორისაც არის: ფეხბურთის ფედერაციამ გარიცხოს საქართველოს ნაკრებიდან გურამ კაშია და ამავდროულად, მოიხადოს ბოდიში იმის გამო, რომ "ეროვნული ნაკრების წევრი პროპაგანდას უწევს ლგბტ თემს".
შეგახსენებთ, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ, რომელიც ჰოლანდიური "ვიტესის" კაპიტანიცაა, ჰოლანდიის ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩში, მოედანზე გამოსვლისას, ძალადობის წინააღმდეგ აქციის ფარგლებში ლგბტ თემის სიმბოლური ფერების სამკლაური მოირგო. სწორედ ამან განაპირობა "ქართული მარშის" ლიდერების აღშფოთება.
აქციაზე "ქართული მარშის" წარმომადგენლებსა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რაც მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა ფეხბურთის ფედერაციასთან პიროტექნიკის გამოყენება დაიწყეს. პოლიციამ მათი დაკავება სცადა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
"ქართული მარშის" წარმომადგენელთა განცხადებით, აქციის რამდენიმე მონაწილე სამართალდამცავებმა დააკავეს.
კომენტარები გააკეთეს აქციის ორგანიზატორებმა.
გია კორკოტაშვილი:
"ქართველებმა, თქვენ რომ არ მოხვედით, იმიტომ გაგვიბედეს დაჭერა. სულ 500 კაცი რომ მოვიდა, იმის ბრალია, რაც მოხდა. ჰოდა, ახლა ნახავთ, რა მოგივათ, ჰომოსექსუალები სახლში რომ შემოგივარდებიან...
სანდრო ბრეგაძე:
"არანაირი კანონი მაგათ არ დაურღვევიათ, სულ ტყუილად დაიჭირეს, მათ შორის ლადო სადღობელაშვილიც. და ეს ყველაფერი კობიაშვილის ბრალია, როგორც დაიმუქრა, ის შეასრულა. ჩვენ მოვითხოვთ ჰომოსექსუალიზმისგან გათავისუფლდეს ფეხბურთის ფედერაცია, გადადგეს კობიაშვილი. პოლიციას მივმართავ, ჩვენ ვიცავთ თქვენს ოჯახებსაც ჰომოსექსუალებისგან, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისგან, რომელსაც ეწევიან ნაძირალა კაშია და კობიაშვილი. რა გადაგისხათ სააკაშვლმა ასეთი, საბჭოთა მილიცია გჯობდათ თქვენ. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ბრძოლას, ამათ ჩვენ ჯოჯოხეთს მოვუწყობთ. ფეხბურთის ფედერაციას უნდა ქვეყანაში უზნეობის დაკანონება. აქ იყვნენ სასულიერო პირები, რომელთაც ხელი ჰკრეს, არც ქალები დაინდეს. ჩვენი გეგმები უკავშირდება იმას, რომ კაშია საქართველოში ვერ ჩამოეთრევა..."