როგორ ცვივა ხალხი საბაგიროდან - გუდაურში მომხდარი ინციდენტის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა
გუდაურში საბაგიროს ავარიულად გაჩერების გამო, 10 ადამიანი დაშავდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ათივე დაშავებულს გაეწია სამედიცინო დახმარება.
ადგილზე მუშაობდა სასწარაფო სამედიცინო დახმარების სამი ეკიპაჟი. პრესსამსახურის ცნობით, პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ, ეკიპაჟებმა დაშავებული მოქალაქეები გუდაურის ამბულატორიაში გადაიყვანეს.
რატომ გამოვიდა გუდაურში საბაგირო მწყობრიდან? - თვითმხილველის კადრები
ასევე თბილისიდან გაგზავნილია რეანომობილები, რომელიც საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს თბილისში გადმოიყვანს. მათ საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ.
ნახეთ ვიდეოკადრები, რომელიც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა