რატომ გამოვიდა გუდაურში საბაგირო მწყობრიდან? - თვითმხილველის კადრები - კვირის პალიტრა

რატომ გამოვიდა გუდაურში საბაგირო მწყობრიდან? - თვითმხილველის კადრები

არსებული ინფორმაციით, გუდაურში საბაგირო მწყობრიდან მუხრუჭების დაზიანების გამო გამოვიდა. "კურიერის" ინფორმაციით, საბაგიროს მუხრუჭების დაზიანებამ, კალათების უკუსვლა გამოიწვია.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ამ დროისთვის მაშველებს ტურისტები ავარიული დაშვებით ჩამოჰყავთ.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დაშავებულთა გადმოსაყვანად თბილისიდან რეანომობილები მიემართებიან. მათ პირველადი დახმარება გუდაურში არსებულ ამბულატორიაში ჩაუტარდათ.

სოციალურ ქსელში შემთხვევის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალაც ვრცელდება.

იხილეთ ასევე: როგორ ცვივა ხალხი საბაგიროდან - გუდაურში მომხდარი ინციდენტის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა

იხილეთ ვიდეო