"ოპერისა და ბალეტის თეატრი უნდა გათავისუფლდეს ვაშაძე-ანანიაშვილისგან“ - ოქიტაშვილი ანანიაშვილის წინააღმდეგ
საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტის დავით ოქიტაშვილის თქმით, "ოპერისა და ბალეტის თეატრი უნდა გათავისუფლდეს ვაშაძე -ანანიაშვილისგან“, - ამის შესახებ მან 20 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განცხადებით, ოპერის საბალეტო დასის ხელმძღვანელის თანამდებობიდან ნინო ანანიაშვილის გადადგომის მოთხოვნით ხელოვნების, მასმედიისა და სპორტის პროფკავშირთან ერთად, ორშაბათიდან პერმანენტულ აქციებს დაიწყებს.
„ნინო ანანიაშვილს, როგორც ბალერინას, ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ როგორც ხელმძღვანელი, არ ვარგა. ისეთ ცნობილ ხელოვანებს, როგორიცაა ირმა ნიორაძე, ნიკოლოზ ცისკარიძე და ბალეტის სხვა ბევრი ნიჭიერი მსახიობი, არ აკარებენ ოპერას. ასევე შეუძლებელია, შენი ოჯახის წევრი გამოდიოდეს ქვეყნის დამხობის მოთხოვნით და შენ ამ ქვეყნის ოპერას ხელმძღვანელობდე. იქ მომუშავე ადამიანები ძალიან უკმაყოფილოები არიან, მაგრამ ეშინიათ ხმამაღლა თქმა, რომ არ დაკარგონ ადგილები“, - განაცხადა ოქიტაშვილმა.
"არაფერი ვართ იმ დიდ ხელოვნებასთან შედარებით, რასაც ნინო ანანიაშვილი ემსახურება"