"არაფერი ვართ იმ დიდ ხელოვნებასთან შედარებით, რასაც ნინო ანანიაშვილი ემსახურება" - კვირის პალიტრა

"არაფერი ვართ იმ დიდ ხელოვნებასთან შედარებით, რასაც ნინო ანანიაშვილი ემსახურება"

"ჩვენ ძალიან პატარები ვართ და არაფერი ვართ იმ დიდ ხელოვნებასთან შედარებით, რასაც მსოფლიო რანგის ხელოვანი ნინო ანანიაშვილი ემსახურება", - ამის შესახებ მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ გადაცემა "360 გრადუსში" ისაუბრა.

"პირველ რიგში ჩემი გაოცება მინდა გამოვახტო იმიტომ, რომ უბრალოდ არ მეგონა მსგავსი რამ  თუ გაიჟღერებდა ქართულ მედია სივრცეში და სოციალურ ქსელებში. ხო იცით, გამსახურდიას ცნობილი გამონათქვამი, როცა მეფე გიორგი ამბობს, დიდი კაცი თუ გამოგვერია, ისე დავკორტნით ერთმანეთს, როგორც დაკოდილ ძერას ყვავებიო... ჩვენ ხომ არ ვიცით დაფასება ერთმანეთის და მითუმეტეს დიდი ხელოვანის... მე არ ვარ ქსელებში გაწევრიანებული და კიდევ კარგი... ჩემმა შვილმა მითხრა, შენ ამას ვერ გაუძლებდიო... თუ ეს მხოლოდ ოქიტაშვილის აზრია, აბსოლუტრად არაფრად მივიჩნევ, საერთოდ არ მოვახდენ ამაზე რეაქციას, რადგან ჩვენ ძალიან პატარები ვართ და არაფერი ვართ იმ დიდ ხელოვნებასთან შედარებით, რასაც მსოფლიო რანგის ხელოვანი ნინო ანანიაშვილი ემსახურება... მე ერთმა არასასიამოვნო ფრაზამ მომჭრა ყური, მითხრეს, რომ მას უნდოდა ესიამოვნებინა ხელისუფლებისთვის, ჩემთვის ეს არის ყველაზე შემაშფოთებელი. თუ ჩვენს ხელისუფლებაში ერთი ადამიანი მაინც არსებობს ისეთი, რომელსაც ოქიტაშვილის ეს განცხადება ესიამოვნა, არაფრის ღირსები არ ვართ და უკან დაგვიბრუნდება საუკუნის წინ ნათქვამი ფრაზა, "ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო!"  - განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ

მე არ მითქვამს, რომ ნინო ანანიაშვილი ოპერიდან უნდა წავიდეს ან გამოაგდონ"

"არ ვთვლი საჭიროდ ვუპასუხო დავით ოქიტაშვილს" - ნინო ანანიაშვილის პირველი კომენტარი ოქიტაშვილის განცხადებებზე

"ოპერისა და ბალეტის თეატრი უნდა გათავისუფლდეს ვაშაძე-ანანიაშვილისგან“ - ოქიტაშვილი ანანიაშვილის წინააღმდეგ