"სოფელში ხალხი შუქს ვერ ანთებს... ბავშვებს სათამაშოდ ვერ უშვებენ" - ზესტაფონის გარდა კრაზანების მომრავლებაზე ვანის მცხოვრებლებიც საუბრობენ
სოციალურ ქსელებში საქართველოში კრაზანების მომრავლების შესახებ წერენ. შეგახსენებთ, რომ kvirispalitra.ge-სთან ზესტაფონის რაიონის მცხოვრებლები ამბობენ, რომ რაიონში წელს განსაკუთრებულად მოიმატა კრაზანების რაოდენობამ. მათი მტკიცებით, 2 ზრდასრული მამაკაცის გარდაცვალება სწორედ კრაზანის ნაკბენს მოჰყვა.
ახლობლების თქმით, კრაზანის კბენიდან 20 წუთში გარდაიცვალა სოფელ ბოსლევში მცხოვრები 45 წლის გაიოზ ჭუმბურიძე და სოფელ ცხრა წყაროს მკვიდრი 65 წლის ავთანდილ კვარაცხელია. ეჭვი აქვთ, რომ მწერის ნაკბენმა გამოიწვია სოფელ საქარაში რამდენიმე დღის წინ 6 თვის ბავშვის გარდაცვალებაც. (იხილეთ სრულად)
როგორც აღმოჩნდა, კრაზანების მომატებული რაოდენობის გამო პანიკა ზესტაფონის გარდა სხვა რაიონებშიც არის. სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, ავთო ძაგანია ჩვენს გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა და აღნიშნავს, რომ ვანის რაიონში მოსახლეობას მუდმივად აქვს მომარაგებული ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატები, რადგან სხვანაირად კრაზანასთან გამკლავებას ვერ ახერხებენ.
"დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს!! ვეპატიჟები სოფლებში პირველ რიგში იმისთვის რომ გაიგონ რამდენ ოჯახს მიუწვდება ხელი კომპიუტერთან და ინტერნეტთან, რომ შემდეგ ერთად დავთვალოთ რამდენი გლეხი ახერხებს მათ საიტზე და სოციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის წაკითხვას! და იქნებ მერე მაინც მიხვდეთ რამდენად საჭიროა საინფორმაციო შეხვედრები სოფლებსა და რეგიონებში!
ვანის რაიონში სოფელ ბზვანში არასოდეს არ ყოფილა მსგავსი ჯიშის და რაოდენობის კრაზანები რაც წელსაა, მესმის თქვენი პოზიცია, რომ კრაზანები ყველგან იკბინებიან და ამერიკაშიც არიან კრაზანები (გაგიკვირდებათ და ეგ ჩვენც ვიცით, რომ მსოფლიოს ყველა ქყვეყანაში კრაზანა იკბინება და ამერიკა რა შუაშია იქნებ ამიხსნათ ბატონებო) მაგრამ კრაზანების რაოდენობის ზრდამ, ჯიშების გამრავალფეროვნების გამომწვევი მიზეზი და მისი მოსპობის გზები არ ვიცით, მესმის ასევე, რომ არცერთ სამინისტროს და ცენტრს არ გყოფნით კვალიფიკაცია იმის, რომ მსგავსი საკითხები გამოიძიოთ და ეძებოთ პრობლემის გადაჭრის გზა. ბოლო პრობლემა რაც სოფელს ასე შეეხო იყო ფაროსანები და პირადა ჩემ სოფელს კარგად ახსოვს, როგორც მოაგვარეთ (იაფფასიანი საწამლავით შეწამლეს სოფელი და ფაროსანების მაგივრად ამოხოცეს ფუტკრების ყველა ოჯახი, რომლებსაც სოფლის მოსახლეობა შვილებივით უვლიდა) ფაროსანების რაოდენობამ ცოტათი იკლო ყოჩაღ :))))!! დღეს გავიგე, რომ იმერეთში 2 ადამიანი მოუკლავს კრაზანას! 2 ჯანმრთელი არაალერგიული ადამიანი!! ვუზიარებ მათ ოჯახებს და ბოდიშს ვუხდი!! ბოდიშს ვუხდი იმისთვის,რომ ჯანდაცვის და არამარტო ჯანდაცვის სხვა სამინისტროებიც არაფრის მცოდნე ხალხით, რომაა დაკომპლექტებული წვლილი მეც მიმიძღვის! #მრცხვენიხართ
სოფელში ხალხი შუქს ვერ ანთებს (არა იმიტომ, რომ გადასახადი ისეა გაზრდილი საშუალება არააქვთ), სოფელში ბავშვებს სათამაშოდ ვერ უშვებენ სახლში ყავთ ჩაკეტილი ხოლო გარეთ კრაზანები ბატონობენ! უფროსს უმცროსს ჯიბეში დექსამეტაზოლი უდევს იქნებ ამან მაინც გადამარჩინოსო ფიქრობენ (ისე იქნებ დექსამეტაზოლის გაძვირება მაინც არ იჩქაროთ ხალხს ამის იმედი დარჩა მხოლოდ).
წლებია საქართველოს მთავრობები ხელს უწყობენ და ყველაფერს აკეთებენ "არასწორი უბრანიზაციის დონის გაზრდისთვის", რომ სოფლებში ცხოვრება გაუსაძლისი გახდეს. ყოველ ღონეს ხმარობენ, რომ გლეხმა კაცმა ვერ შეძლოს ოჯახის შენახვა!! და დღეს იქნებ ამ ნახევრად დაცლილი სოფელს მაინც მიხედოთ და შიმშილისგან დაღლილ და დაქანცულ ხალხს კრაზანებს მაინც ნუ მოვაკლევინებთ!!!", - წერს ავთო ძაგანია. (წყარო)