"ხვალ ვერთობით ხო მაგრად" - რა მიწერა გიორგი შაქარაშვილმა დაბადების დღის საბედისწერო წვეულების წინა დღეს ანი გაბეჩავას? - კვირის პალიტრა

"ხვალ ვერთობით ხო მაგრად" - რა მიწერა გიორგი შაქარაშვილმა დაბადების დღის საბედისწერო წვეულების წინა დღეს ანი გაბეჩავას?

"ტვპირველთან" საუბრისას ანი გაბეჩავამ, რომლის დაბადების დღის წვეულება 19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილისთვის საბედისწეროდ იქცა, განაცხადა, რომ გიორგი შაქარაშვილთან არ მეგობრობდა, მეტიც, კარგადაც არ იცნობდა და ის თავისი დაქალის ლიზი ნადირაძის რჩევით დაპატიჟა, რომელიც შაქარაშვილის უბნელია. მისი თქმით, გიორგი შაქარაშვილმა დაბადების დღის წინა დღეს მიწერა "ინსტაგრამზე" ანის და უთხრა, რომ ძალიან ემზადებოდა მისი დაბადების დღისთვის.

იხილეთ ასევე: "ჩემი დაბადების დღე იყო, პოლიციისთვის დამერეკა და ჩემი მეგობრები წაეყვანათ, ჩემგან არც გამოდიოდა"