რას ჰყვება ქართველი, რომელიც მოსკოვის ტრაგედიას სასწაულებრივად გადაურჩა - "ავტომატიდან ისვროდნენ და დარბაზის ცენტრისკენ ადამიანთა მომწყვდევას ცდილობდნენ" - კვირის პალიტრა

რას ჰყვება ქართველი, რომელიც მოსკოვის ტრაგედიას სასწაულებრივად გადაურჩა - "ავტომატიდან ისვროდნენ და დარბაზის ცენტრისკენ ადამიანთა მომწყვდევას ცდილობდნენ"

გუშინ მოსკოვის „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც ხანძარი მოჰყვა. რუსეთის საგარეო უწყებამ მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე განხორციელებული თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.

ბოლო მონაცემებით, „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რაოდენობა კი 115-ს აღწევს. მათ შორის 5 ბავშვია.

მედიაში გავრცელდა ინცორმაცია, რომ 6 ტერორისტიდან 4 სავარაუდო დამნაშავის ვინაობა უკვე ცნობილია და მათ შესახებ ინფორმაცია რუსეთში სამართალდამცავებს უკვე გადაეცათ.

ტერაქტში ბრალდებულები არიან ტაჯიკეთის მოქალაქეები: მაჰმადრასულ ნასრიდინოვი 37 წლის, რივოჟიდინ იცმონოვი 51 წლის, შოჰინჯონ საფოლზოდა 21 წლის, რუსტამ ნაზაროვი 29 წლის.

BBC-ს ცნობით, „კროკუს სითი ჰოლი“ მოსკოვში ერთ-ერთ უდიდესი დარბაზია, სადაც 6200 ადამიანი ეტევა. იმ საღამოს კი როცა თავდასხმა მოხდა, ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტი უნდა გამართულიყო და კონცერტის ყველა ბილეთი გაყიდული გახლდათ. „კროკუსზე“ თავდასხმა კონცერტის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე განახორციელეს. მსმენელთა უმეტესი ნაწილი უკვე დარბაზში იმყოფებოდა.

სოფიკო კვირიკაშვილი, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს, კონცერტზე მეუღლესთან ერთად მივიდა.

„ჩვენ ვიპ-პარტერის მეექვსე რიგში ვისხედით. მუსიკაც იყო ჩართული, დიდი ეკრანზე კი კონცერტის რეკლამა გადიოდა. დარბაზი თითქმის სავსე იყო. ვერ მივხვდით რა სროლის ხმა იყო. თავიდან ვიფიქრე, რომ ეს ფეიერვერკი იყო. დარბაზისკენ რომ გამოვიხედე, მივხვდი რომ მთელი დარბაზი სადღაც გარბოდა... ჩემმა მეუღლემ მითხრა, გაიქეცი და დაგეწევიო, მაგრამ ჯერ სცენისკენ მშვიდად წავედით, შემდეგ კი გამოსასვლელისკენ გავემართეთ. ჩენთან ერთად უამრავი ადამიანი გამოიქცა. მეუღლეს დაველოდე და მანქანისკენ გავიქეცით“ - განაცხადა სოფიკო კვირიკაშილმა BBC-სთან.

ადამიანები, რომლებიც დარბაზში იყვნენ შეკრებილი და კონცერტის დაწყებას ელოდებოდნენ, ცეცხლსასროლი იარაღის ხმაზე, ვერ ხვდებოდნენ რა ხდებოდა. მათ არ დაუნახავთ როგორ შევიდნენ თავდამსხმელები „კროკუს სითი ჰოლში“.

ფოტოგრაფი დევით პრივოვი ერთ-ერთი, რომელიც იმ საღამოს კონცერტზე მივიდა და თავდასხმის ეპიცენტრში აღმოჩნდა:

„დავინახე, რომ დარბაზში, სცენის მარცხენა მხარეს თავდამსხმელები შემოვიდნენ. მათ ყავისფერი კურთუკი თუ ჟილეტი ეცვათ. ისინი ავტომატიდან ისვროდნენ და დარბაზის ცენტრისკენ ადამიანთა მომწყვდევას ცდილობდნენ. ცეცხლის ხაზი დავინახე, რომელიც ადამიანის მიმართულებით მიდიოდა. ხალხი პანიკაში იყო, ზოგი ტიროდა, ზოგი მშობლებს უკრეკავდა, ზოგი გაქცევას ცდილობდა. ზოგი ლიფტს ელოდა, რომელიც არ მუშაობდა... დავინახე, როგორ გარბოდა ხალხი ფანჯრებისკენ“ - აღნიშნავს ფოტოგრაფი. წყარო

წაიკითხეთ ასევე: ვინ არიან მოსკოვში „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდამსხმელები? - "ბრალდებულები ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან"

სისხლიანი კონცერტი - ვინ დგას მოსკოვის ტრაგედიის უკან?!