ტრამპის "მათრახი" პუტინისთვის - მიიღებს თუ არა ზელენსკი "ტომაჰავკებს", რისიც რუსებს ძალიან ეშინიათ?!
ტრამპმა „მათრახი“ მოიმარჯვა - ან პუტინი აჩერებს ომს, ან „ტომაჰავკებს“ მივცემ ზელენსკის...
ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა და „ჰამასის“ მიერ ისრაელელი მძევლების გამოშვება, უდიდეს პლუსად ჩაეწერა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელსაც მიეცა საუკეთესო საშუალება გააგრძელოს ტრაბახი, მის მიერ შეჩერებულ უკვე „მერვე ომზე“ და მიუხედავად იმისა, რომ წელს არ ერგო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, ის კიდევ უფრო დიდი მონდომებით ეცდება „მსოფლიოს უპირველესი მშვიდობისმყოფელი“ გახდეს ,მაგრამ ამისთვის მთავარი ომია შესაჩერებელი...
სწორედ რუსეთ-უკრაინის ომი პრეზიდენტს ტრამპს ყელში ძვალივით აქვს გაჩხერილი, რადგან ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ზუსტად ერთი წლის წინ მან დაუფიქრებლად წაიტრაბახა, რომ ამ ფართომასშტაბიან ომს ერთი სატელეფონო ზარით ერთ დღეში დაამთავრებინებდა მოსკოვსა და კიევს, თუმცა ახლა უკვე თავადვე აღირებს,რომ ეს შეუძლებელია...
თუმცა,საპრზიდენტო ინაუგურაციის შემდეგ ტრამპის მიერ გამოცხადებული „თაფლაკვერისა და მათრახის“ ტაქტიკა, ახალ გაგრძელებას ჰპოვებს-მას შემდეგ, რაც ტრამპმა პუტინის მოთაფლვა სცადა და მისთვის „თაფლაკვერები“ არ დაიშურა (იმის პარალელურად, რომ ზელენსკი თეთრი სახლის ოვალურ ჯაბინეტში სახალხოდ „გაროზგა“) და აქედან არაფერი გამოვიდა (კრემლის მიერ ომის შეჩერების შედეგით),ა ხლა პუტინისთვის ტრამპმა უკვე „მათრახის“ მოქნევა მოინდომა...
"სურთ რუსებს, რომ მათკენ „ტომაჰავკები“ გაფრინდნენ? არა მგონია, მაგრამ თუკი პუტინმა ეს ომი არ შეაჩერა, მე შეიძლება მივიღო გადაწყვეტილება და ნატოს საშუალებით ეს მრისხანე რაკეტები ზელენსკის გავუგზავნო" - მოუქნია „მათრახი“ ტრამპმა რუსეთს და ელოდება პუტინის პასუხს...
„ტომაჰავკის“ ფრთოსანი რაკეტები მართლაც სერიოზული იარაღია, მათ, მოდიფიკაციიდან გამომდინარე 1 600-დან 2 500 კმ-მდე ფრენა და მიზნის 5-10 მ-ის სიზუსტის დაზიანება შეუძლიათ, როგორც ჩვეულებრივი, ისე ბირთვული ქობინით.
ასევე დაგაინტერესებთ: პუტინი ახალი „ზემძლავრი“ იარაღის გამოჩენით ისევ იმუქრება... ნუთუ კრემლმა „მფრინავი ჩერნობილი“ გაამზადა?
ზელენსკის "სიურპრიზი" პუტინს - უკრაინა რუსეთს დიდ დივერსიულ ომს უცხადებს?!
ბირთვულქობინიან „ტომაჰავკებს“ რომ ტრამპი ზელენსკის არ გადასცემს, ამაში ეჭვის შეტანაც არ ღირს, მაგრამ ჩვეულებრივ ქობინიანი „ტომაჰავკების“ გამოჩენაც უკრაინელების არსენალში,ჯერ კიდევ დიდად საკითხავია.
ჯერ-ჯერობით ტრამპი „ტომაჰავკების“ გადაცემის თემას ერთგვარი პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იყენებს, მაგრამ რამდენად დააშინებს ის პუტინს, სხვა საკითხია.
ტრამპმა, რომც ძალიან მოინდომოს, უბრალოდ ტექნიკურადაც კი ვერ შესძლებს რამდენიმე ასეული „ტომაჰავკის“ მოხსნას ამერიკული არმიის შეირაღებიდან და მათი ნატოს გავლით უკრაინაში გაგზავნას, ხოლო რამდენიმე ათეული ასეთი ფრთოსანი რაკეტა ბევრს ვერაფერს შეცვლის იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ პირველი „ცივი ომის“ დროს შექმნილი ამ ამერიკული „ტომაჰავკების“ ჩამოგდებას საბჭოთა მეზენიტეებს ასწავლიდნენ და რუსეთის გენშტაბს დიდი ხანია მომზადებული აქვს „ტომაჰავკების“ მასიური საჰაერო შეტევების მოგერიების თეორიული გეგმები. თუმცა რამდენად იმუშავებს ის პრაქტიკულად, სხვა საკითხია, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრად ნელად მფრენი უკრაინული კამიკაძე-დრონები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში უკვე ორი ათას კმ-მდეც კი დაუბრკოლებლად აღწევენ...
ღაზის სექტორში მიღწეული მნიშვნელოვანი სამშვიდობო შედეგის შემდეგ,აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი მთელ თავის ენერგიას სავარაუდოდ, სწორედ რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერებაზე გადართავს და თუკი თავიდან ის საბოლოო მიზნის მიღწევას იმითაც ცდილობდა, რომ უკრაინულ მხარეზე ზეწოლას ახდენდა რუსეთისთვის ტერიტორიების ნაწილის დაეთმობაზეც კი,ა ხლა ის უკვე პუტინის მიმართ უნდა გახდეს უფრო მომთხოვნი...