რომელია მსოფლიოს ყველაზე საშიში ქალაქი და სად უფრო უსაფრთხოა ცხოვრება: ევროპაში თუ ამერიკაში?! - The Economist - კვირის პალიტრა

რომელია მსოფლიოს ყველაზე საშიში ქალაქი და სად უფრო უსაფრთხოა ცხოვრება: ევროპაში თუ ამერიკაში?! - The Economist

„რომელია უფრო მეტად უსაფრთხო - ევროპა თუ ამერიკა?“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანული ყოველკვირეული ჟურნალის -„ეკონომისტის“ (The Economist) 8-14 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას, რომელშიც განხილულია აშშ-ში და ევროპაში შექმნილი კრიმინოგენური სიტუაცია და ის მეთოდიკა, რომლის მეშვეობითაც მონაცემების შედარება და საერთო სურათის დანახვა შეიძლება.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

„ევროპული ქალაქები სავსეა შეიარაღებული ხულიგნებით, რომლებსაც თქვენთვის ზურგში დანის ჩაცემა შეუძლიათ - უბრალოდ, ტელეფონის წასართმევად“. „ამერიკა სავსეა როგორც შეიარაღებული განსტერებით, ასევე, იმიგრაციისა და საბაჟო კონტროლის დეპარტამენტის არაკეთილსინდისიერი აგენტებით“ - ასეთი კლიშეები, რომლებიც ერთმანეთის საწინააღმდეგოდაა მიმართული, ატლანტის ოკეანის ორივე მხარის სოციალურ ქსელებშია გავრცელებული: ორივე ნაპირის მცხოვრები თვლის, რომ მოპირდაპირე მხარეს კანონი აღარ კანონობს და უწესრიგობა ბატონობს.

რომელია სიმართლე? სხვადასხვა ქვეყნებში დამნაშავეობის სტატისტიკა სხვადასხვაა და იშვიათად თუ ემთხვევა ერთმანეთს და ამიტომ მათი შედარება რაღაც საერთო წერტილის მოსაძებნად რთულ ამოცანას წარმოადგენს. დამნაშავეობის დონე მოსახლეობის რაოდენობაზეც არის დამოკიდებული: თუ ქალაქის ერთი რაიონი ფართო ტერიტორიას მოიცავს და მოსახლეობა „გაფანტულია“ (ვთქვათ, სტეიტენ-აილენდი ნიუ-იორკში), შეიძლება უფრო კრიმინალურად მოგვეჩვენოს, ვიდრე - მეორე რაიონი, რომლის ტერიტორია ნაკლებია, მაგრამ მოსახლეობა მეტია (ვთქვათ, ბრონქსი). ანუ ქალაქის (ქვეყნის) მოსახლეობის რიცხვი საკმაო ილუზიებს ქმნის დამნაშავეობის დონის მიმართ: ვფიქრობთ, რომ ისინი უფრო უსაფრთხონი არიან, ვიდრე - სინამდვილეშია. ასეთი სიტუაცია კრიმინოლოგიის პრობლემას წარმოადგენს.

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის კრიმინოლოგის - მეთ ეშბისა და მისი კოლეგების მიერ მომზადებული ახალი მეთოდიკა მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად არის გამიზნული. თავდაპირველად მათ შეარჩიეს მსოფლიოს 20 მდიდარი ქალაქი, მინიმუმ 2,5 მილიონი მოსახლეობით, რომელთა ხელმძღვანელობა დამნაშავეობის მონაცემებს ყოველწლიურად აქვეყნებს. შემდეგ მათ შერჩეული ქალაქების საზღვრების კორექტირება ისე მოახდინეს, რომ ყველა ქვეყანაში მოსახლეობის სიმჭიდროვე დაახლოებით ერთნაირი ყოფილიყო (მაგალითად, პარიზი არა მხოლოდ საკუთარი ტერიტორიით, არამედ ილ-დე-ფრანსის ჩათვლითაც). საბოლოოდ, მათ შეათანხმეს განსაზღვრება, რათა დამნაშავეობის კატეგორიები მთლიანობაში ბრიტანულთან შეთავსებული ყოფილიყო. მიღებული შედეგები იმდენად ნიუანსირებული აღმოჩნდა, რომ მასთან ბრძოლა სოციალური ქსელების „კლავიატურიან მეომრებს“ (ე.წ ტროლებს) ძალიან გაუჭირდებათ.

მკვლელობა, უფრო სწორად კი - ჰომიციდი (რომლებიც არაწინასწარგანზრახულ მკვლელობასაც მოიცავს), ქუჩის უსაფრთხოების არასრულყოფილი მაჩვენებელია: არ არის გამორიცხული, რომ ქალაქის ერთ რაიონში მცხოვრები ადამიანი მეორე ადამიანმა (ნაცნობმა, მეზობელმა, ახლობელმა) სხვა რაიონში მოკლას. ეს სტატისტიკა რაიონების საზღვრებს არ ითვალისწინებს და მთლიანად ქალაქზე ვრცელდება, რადგან მკვლელობა მკვლელობაა.

აქედან გამომდინარე, ჩიკაგო მსოფლიოში ყველაზე სახიფათო („სიკვდილისმთესველ“) ქალაქად შეიძლება ჩაითვალოს. 2024 წელს აქ 587 მკვლელობა მოხდა, რაც ყოველ 100 ათას მოსახლეზე 22-ს წარმოადგენს, ანუ 2,7-ჯერ მეტს, ვიდრე - ლოს-ანჯელესში, რომელიც მსოფლიოში პირველობს მომხდარი დანაშაულის რაოდენობით (მაგრამ არა - მკვლელობებით). ევროპაში კი მკვლელობათა საშუალო მაჩვენებელია 1,7 ადამიანი ყოველ 100 ათას მცხოვრებზე.

მაგრამ სხვა დანაშაულობების კატეგორიებში განსხვავება ნაკლებად შესამჩნევია. ძარცვა ძალის გამოყენებით ატლანტიკის ორივე ნაპირზე თითქმის ერთნაირად ხდება - თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ლონდონში და პარიზში ყოველ 100 ათას ადამიანზე წელიწადში 300 შემთხვევა აღირიცხება. სატრანსპორტო საშუალებების მოპარვა-გატაცება ჩიკაგოში და ლოს-ანჯელესში უფრო ხშირად ხდება, ვიდრე - ნიუ-იორკში, მაგრამ აშშ-ის ქალაქებში ამ მხრივ უფრო უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე - ევროპის ქვეყნების დიდ ქალაქთა უმრავლესობაში. ამავე დროს, ევროპაში აშშ-ზე მეტად არის გავრცელებული კერძო ბინის გატეხვა-ქურდობები. ამ კრიმინალურ მოვლენას ოკეანის ორივე მხარეს სხვადასხვანაირად ებრძვიან: ერთი მხრივ, ევროპელების სოციალური დაცვის გულუხვმა სისტემამ უნდა შეამციროს ადამიანების მოტივაცია ქურდობისაკენ, მეორე მხრივ, აშშ-ში უფრო საიმედო პოლიციაა, რომელიც ევროპულზე უფრო ოპერატიულად მუშაობს. გარდა ამისა, ქურდობაზე აშშ-ში უფრო მეტი სასჯელია დაწესებული (საპყრობილეში გაგზავნით), ვიდრე - ევროპაში. ეს ორი გარემოება სიტუაციას აბალანსებს.

ასევე დაგაინტერესებთ: "იმედი ჰქონდათ, რომ სეუტას სასაზღვრო კრიზისის ირგვლივ მომხდარი სკანდალი დროთა განმავლობაში განეიტრალდებოდა, მაგრამ საქმე უფრო უარესად არის" - რა წერს The Daily Telegraph

კრეისერ "ედინბურგის" საიდუმლო: როგორ იპოვეს 40 წლის შემდეგ 5 ტონა "სტალინის ოქრო"

"ომი, რომელსაც მთელი მსოფლიოს შთანთქმა შეუძლია: დონალდ ტრამპმა აღარ იცის, როგორ მოიქცეს" -The New York Times

დიდი სკანდალი: რატომ "აუჯანყდა'' ზელენსკის ყოფილი პრესმდივანი და გადაიბირეს თუ არა იგი რუსულმა სპეცსამსახურებმა?!

და მაინც, როგორც მეთ ეშბი ამბობს, სტატისტიკური მონაცემების შედარება ყველაზე ცუდი მცდელობაა, სიტუაციის საერთო სურათის შესაქმნელად. მან და მისმა კოლეგებმა მეთოდიკა იმისთვის შეიმუშავეს, რომ პოლიტიკოსებს სიტუაცია და ტენდენცია სცოდნოდათ, კითხვები გასჩენოდათ კრიმინალური რეალობის მიმართ და შესაბამისი ადეკვატური გადაწყვეტილებები მიეღოთ. აშშ-ში და ევროპაში კრიმინოგენური ანგარიშები ერთმანეთისაგან განსხვავდება და ეს მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. ინგლისში და უელსში გაუპატიურების ოფიციალური მონაცემები ბოლო ათ წელიწადში გაორმაგდა, მაგრამ კონფიდენციალური გამოკითხვები მოწმობს, რომ შემთხვევების რაოდენობა უცვლელი რჩება: ზრდა, როგორც ჩანს, განპირობებულია იმით, რომ პოლიციას მეტი ადამიანი მიმართავს და დანაშაულის რეგისტრაცია უმჯობესდება. ანალოგიურად, მეთ ეშბის თქმით, ლონდონის მეტროპოლიტენში გაძარცვის დარეგისტრირებული ფაქტები გაიზარდა არა იმიტომ, რომ რეალურად სიტუაცია გაუარესდა, არამედ უფრო იმიტომ, რომ გამარტივდა პოლიციისადმი ამგვარი დანაშაულის შეტყობინების პროცედურა. ანუ თუ ადრე თავს არიდებდნენ პოლიციაში რეგისტრაციას, ახლა გაიოლებული პროცედურის გამო სამართალდამცველებს უფრო მეტი ადამიანი მიმართავს.

რა თქმა უნდა, კრიმინოგენური სიტუაციის მხრივ აშშ-სა და ევროპის შედარება რთულია, მაგრამ საერთო ტენდენციების დანახვაც შესაძლებელია, რაც, თავის მხრივ, ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. ამჟამად ლონდონში და ნიუ-იორკში მკვლელობების დონე დაბალია, ვიდრე ოდესმე - იმ დროიდან მოყოლებული, რაც მათი რეგისტრაცია ხდება. პარიზში ძარცვა-ქურდობის დონე შეიძლება მაღალი მოგვეჩვენოს, მაგრამ რეალურად ბოლო ათწლეულში თითქმის ორჯერ შემცირდა. საერთო ტენდენცია იმით გამოიხატება, რომ ქალაქები როგორც ევროპაში, ასევე - აშშ-ში უფრო უსაფრთხო და ასე ვთქვათ, „მეგობრულნი და მხიარულნი“ გახდნენ, ვიდრე ეს მაცხოვრებელთა ერთი თაობის წინათ იყო. ეს სწორედ ის მდგომარეობაა, როცა ატლანტიკის ორივე მხარისათვის სასიხარულოა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო