"ქურდული წესის თანახმად, თავდამსხმელებს სამაგიერო პეტრიაშვილმა უნდა გადაუხადოს" - ვინ ახლდა თან მოკლულ "კანონიერ ქურდ" ზვიადაძეს? - კვირის პალიტრა

"ქურდული წესის თანახმად, თავდამსხმელებს სამაგიერო პეტრიაშვილმა უნდა გადაუხადოს" - ვინ ახლდა თან მოკლულ "კანონიერ ქურდ" ზვიადაძეს?

თურქეთში 59 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი გაიოზ ზვიადაძე, მეტსახელად "გია კუტაისსკი" მოკლეს, მისი თანხლები პირი კი ფეხში დაჭრეს. წინასწარი ვერსიით, მკვლელობა გაიოზ ზვიადაძესა და ე.წ. "კანონიერ ქურდ" ნოდარ ასოიანს, იგივე "ნოდარ რუსტავსკის" შორის არსებულ კონფლიქტს უკავშირდება, საქმე კი შეეხება როსტოვის ოლქში გავლენათა სფეროების განაწილებას.

როგორც ირკვევა, თურქეთში მოკლული "გია ქუთაისსკის" თანმხლები პირი, რომელიც ფეხში დაიჭრა, ე.წ. კანონიერი ქურდი, 26 წლის გიგა პეტრიაშვილი, მეტსახელად "პროფესორია". ამის შესახებ "პრაიმ კრაიმი" წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ანტალიაში, ე.წ. კანონიერი ქურდის რომან ბარბაქაძის ("რემენა") სახლთან მოხდა. ზვიადაძეს და პეტრიაშვილს ცეცხლი "რემენას" სახლის სადარბაზოში გაუხსნეს.

გამოცემის ვარაუდით, თავდამსხმელების მთავარ სამიზნეს ზვიადაძე წარმოადგენდა, სწორედ ამით აიხსნება პეტრიაშვილის მსუბუქი ჭრილობა.

"ახლა, ქურდული წესების თანახმად, თავდასხმის დამკვეთებს სამაგიერო პეტრიაშვილმა უნდა გადაუხადოს", - წერს "პრაიმ კრაიმი".

იხილეთ ასევე: "ასეთია ქურდი კაცის ბედი" - "თავისუფალი მხატვრის" გზა და ქურდული სამყარო ახალი ომის მოლოდინში

მომაზდა ნიკა გულუამ