"ჩემთვის ძალიან ემოციური დღე იყო, ბევრი ვიტირე..." - რა ფოტოს აქვეყნებს ნიკა ქაცარიძის მეუღლე? - კვირის პალიტრა

"ჩემთვის ძალიან ემოციური დღე იყო, ბევრი ვიტირე..." - რა ფოტოს აქვეყნებს ნიკა ქაცარიძის მეუღლე?

რუსთაველის თეატრის მსახიობის - ნიკა ქაცარიძის მეუღლე - ნინო ბერიძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და ემოციურ პოსტს წერს:

"ალბათ ბევრს გეცნობათ ეს შეიხის ქუდი.

დღეს ჩემთვის ძალიან ემოციური დღე იყო, ბევრი ვიტირე და ბევრი ვიცინე...

დღეს პირველად გავბედე რუსთაველის ეროვნულ თეატრში წასვლა ნიკას მერე, თუმცა ერთ რამეში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი - ნიკა ცოცხალია, ის ჩემს და ყველა მისი მეგობრის გულშია.

მადლობა რუსთაველის თეატრის მსახიობებს ამისთვის", - წერს ნინო ბერიძე.

შეგახსენებთ, რომ მსახიობი ნიკა ქაცარიძე 5 იანვრის დილას, 43 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა. იგი 2005 წლიდან მუშაობდა რუსთაველის თეატრში, სადაც ბევრი საინტერესო სახე განასახიერა და თავისი როლებით, მაყურებელს სატელევიზიო სერიალებიდანაც დაამახსოვრა თავი...

ასევე დაგაინტერესებთ:

"ჩუმი ცრემლები მახჩობს, რომლებიც ჩვენმა შვილებმა არ უნდა ნახონ" - ნიკა ქაცარიძეს დღეს 44 წელი შეუსრულდებოდა

"დედა, სხვა ბავშვებს რომ აქვთ დაბადების დღე და მივდივართ გასართობ ცენტრში, მე არ მაქვსო?" - ნიკა ქაცარიძის მეუღლე შვილს დაბადების დღეს ულოცავს

"არ ვარ ტაშის მსახიობი. მეტ-ნაკლებად პატიოსნად ვაკეთებ ჩემს საქმეს და თუ დამიკრავენ ტაშს, კარგია" - რას ჰყვებოდა ნიკა ქაცარიძე ერთ-ერთ ინტერვიუში