ასეთი რა აუფეთქეს უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა რუსებს?! - ტუაფსეს ხანძრის კვამლი შავი ზღვის თავზე 250 კილომეტრზე გაიწელა
ამერიკული თანამგზავრული სერვისი NASA FIRMS-ი აჩვენებს, რომ რუსეთის კრასნოდარის მხარის საპორტო ქალაქ ტუაფსის ნაწილში ჯერ კიდევ მძვინვარებს ძლიერი ხანძარი, ხოლო სხვა თანამგზავრულ ფოტოებზე კი დაფიქსირებულია, რომ ტუაფსის ხანძრის კვამლი შავი ზღვის თავზე 250 კმ-ის სიღრმეშიც კი გაიწელა...
ასეთი რა ხანძარი მოხდა ამ რუსულ ქალაქში, რომ მან თავისი სიძლიერით გადაფარა სპარსეთის ყურის ბოლო ომის აფეთქებების შედეგებიც კი?
16 აპრილის გამთენიისას უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა საჰაერო იერიშები მიიტანეს რუსეთის „როსნეფტის“ ტუაფსის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და მის ნავთობტერმინალებზე, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზიდან პირდაპირი ხაზით არანაკლებ 400 კმ-ითაა დაშორებული.
ტუაფსის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არ ითვლება ყველაზე დიდად რუსეთში, იქ, ძირითადად, საავტომობილო ბენზინსა და მაზუთს გადაამუშავებენ ნედლი ნავთობისგან, რომელსაც ჩეჩნეთის ჭაბურღილებიდან იღებენ, თუმცა ტუაფსის ქარხნის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ განთავსებულია შავი ზღვის სანაპიროზე და გადამუშავებული ნავთობპროდუქტები ამ ქარხნიდან პირდაპირ იტვირთება საზღვაო ტანკერებში.
ტუაფსის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე გასულ წლებშიც შეუტევიათ უკრაინულ კამიკაძე-დრონებს, მაგრამ ა.წ.-ის 16 აპრილის თავდასხმა მაინც განსაკუთრებულად წარმატებული გამოდგა, უკრაინის გენშტაბისთვის, რადგან გამოჩნდა, რომ რუსეთს რეალურად არ ჰყოფნის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები იმისთვის, რომ დაიცვას ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები, როგორსაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობტერმინალები წარმოადგენენ.
ასევე დაგაინტერესებთ: რა ხდება უკრაინის ფრონტზე: რუსებმა საგაზაფხულო შეტევა დაიწყეს?! - პუტინის არმიის მთავარი სამიზნე ციხე-ქალაქების სარტყელია
"ფლოსტებიანი" ჰუსიტების შიშით ირანისკენ გაგზავნილი 90-თვითმფრინავიანი "ბუში" მთელ აფრიკას შემოუვლის
ვინ და რატომ სთხოვს უკრაინას რუსულ ნავთობტერმინალებზე შეტევების შეჩერებას?!
რუსული "გერბერა" ქართულ სანაპიროსთან შავ ზღვამ "დაგვიანებით" გამორიყა...
ამას კი თავისი ობიექტური მიზეზი აქვს - კრემლის ბრძანებით, საზენიტო „პანცირების“,ბუკებისა“ თუ „ტორების“ დიდი ნაწილი გადასროლილია დედაქალაქის - მოსკოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, ისევე, როგორც აძლიერებენ პრეზიდენტ პუტინის რეზიდენციების უსაფრთხოებას მოსკოვის გარეთაც.
ეს კი იმითაცაა გამოწვეული, რომ რუსი გენერლები შიშით ელოდებიან, რომ უკრაინული მხარე მალე დაიწყებს მოსკოვზე და სხვა რუსულ სტრატეგიულ ობიექტებზე საჰაერო დარტყმებს, სამამულო წარმოების ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებითაც.
რაც შეეხება ტუაფსის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და მის ნავთობტერმინალს, იქ ხანძარს ბოლოსდაბოლოს კი ჩააქრობენ, მაგრამ ეს ქარხანა კვლავ დარჩება უკრაინელების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ და როგორც კი ძვირად ღირებული რემონტის შემდეგ ის აღადგენს მუშაობას, მას კვლავ დაუპატიჟებლად ეწვევიან უკრაინული კამიკაძე-დრონები...