რატომ აკრძალა ნიუ-იორკის მერმა ზოჰრან მამდანიმ სკოლებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება?!
ბრიტანულმა საინფორმაციო სააგენტო „როიტერსმა“ (Reuters) თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „ნიუ-იორკის მერმა ზოჰრან მამდანიმ ქალაქის სახელმწიფო სკოლებში, მე-8 კლასის ჩათვლით, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება აკრძალა“ (ავტორი - დევიდ გაფენი). როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, აკრძალვა ეხება საჯარო სკოლების დაახლოებით, 600 000 მოსწავლეს და უფროსკლასელებისთვის ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების გაკვეთილების შემოღებას ითვალისწინებს.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
ნიუ-იორკის მერიამ ოთხშაბათს, 2 სექტემბერს გამოაცხადა, რომ 2026-27 სასწავლო წლიდან მოსწავლეებისთვის დაწყებით და საშუალო სკოლებში, მე-8 კლასის ჩათვლით, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ერთი წლით აკრძალავს.
ეს არის აშშ-ში მოსწავლეებზე ორიენტირებული ხელოვნური ინტელექტის ყველაზე მასშტაბური შეზღუდვა, რომელიც შეეხება დაახლოებით, 600 000 მოსწავლეს - „2-K“ პროგრამიდან (ადრეული განათლების პროგრამა 2 წლის ბავშვებისთვის) მე-8 კლასამდე, სადაც, ძირითადად, 13-14 წლის მოზარდები სწავლობენ.
„ბავშვებს სწავლისა და განვითარებისთვის მასწავლებლები და ადამიანური ურთიერთობები სჭირდებათ. მათ უნდა განავითარონ უნარები თანატოლებთან ერთად, დაამყარონ ურთიერთობა პედაგოგებთან და დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ რთულ ამოცანებს“, - განაცხადა ნიუ-იორკის მერმა ზოჰრან მამდანიმ.
აკრძალვა ვრცელდება ყველა იმ პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომელიც მოსწავლეებისთვის განკუთვნილ გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს მოიცავს.
ასევე დაგაინტერესებთ: „როგორც იქნა, მეგობრებმა პუტინს სიმართლე პირში უთხრეს: „გამოდი უკრაინიდან, რომ თავი გადაირჩინო“ - The Independent
კრიზისი რუსეთში: როგორ იქცა ქვეყანა "ბენზინკალონკა" საწვავის მათხოვრად - The Guardian
საიდუმლო მოლაპარაკებები მოსკოვში - რას აკეთებდა CIA-ს დირექტორი რუსეთის დედაქალაქში?!
მასწავლებლებს კვლავ შეეძლებათ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სასწავლო დაგეგმვისა და ოპერაციული დავალებებისთვის, თუ მათ მიერ გამოყენებული აპლიკაციები ნიუ-იორკის საჯარო სკოლების (New York City Public Schools) უსაფრთხოების სტანდარტებს დააკმაყოფილებს.
გამონაკლისი შეიძლება დაუშვან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვის, მრავალენოვანი ბავშვებისთვის და მათთვის, რომლებიც პროფესიული მომზადების პროგრამებში (მაგალითად, კომპიუტერული მეცნიერებები) მონაწილეობენ.
ნიუ-იორკი, სადაც ყოველწლიურად დაახლოებით, 900 000 მოსწავლე სწავლობს, აშშ-ის უდიდეს საჯარო სკოლების სისტემას მართავს. ეს შეზღუდვები დაწესდა განათლებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების, სწავლის პროცესზე მისი გავლენის, მოსწავლეთა კონფიდენციალურობისა და საკლასო ურთიერთობების შესახებ მიმდინარე დებატების ფონზე.
იმავე აკრძალვას განახორციელებს ლოს-ანჟელესის მერიაც, რომელიც ხელოვნური ინტელექტით სარგებლობის საკითხში თავის პოლიტიკას გადახედავს.
მოამზადა სიმონ კილაძემ