რა ახალ საფრთხეებს გააჩენს კიეველებისთვის რუსული დრონების „თავგზის“ ასარევად სახურავებზე დაყენებული რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები?! - კვირის პალიტრა

რა ახალ საფრთხეებს გააჩენს კიეველებისთვის რუსული დრონების „თავგზის“ ასარევად სახურავებზე დაყენებული რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები?!

რუსეთ-უკრაინის მეხუთე წელში გადასული ფართომასშტაბიანი ომი დიდი ხანია გადაიქცა თანამედროვე ტექნოლოგიების დაპირისპირების ასპარეზადაც, როდესაც ორთაბრძოლა ელქრტომაგნიტურ დიაპაზონებშიც მიმდინარეობს...

რუსეთის ყოველღამისეული საჰაერო შეტევების საბრძოლო ეფექტიანობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად „წერტილოვნად“ დაარტყამს მორიგი რუსული კვაზიბალისტიკური „ისკანდერი“ ფრთოსანი „კალიბრი“ თუ „გერანის“ კამკაძე-დრონი უკრაინულ სამიზნეს.

1-reb-1794302007.jpg
რადიოელექტრონული ბრძოლის აპარატურას რუსებიც და უკრაინელებიც აქტიურად ამონტაჟებენ საცხოვრებელი კორპუსების სახურავებზე...

ამისთვის კი რუსულ საჰაერო თავდასხმის საშუალებებზე გამოიყენება ზუსტი დამიზნების თანამგზავრული,ოპტიკური და რადიოლოკაციური სისტემები, რომელთა „თავგზის“ ასაბნევად უკრაინის საჰაერო თავდაცვა თავის მხრივ იყენებს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებს.

მაგრამ ამ მოწყობილობების განსათავსებლად, განსაკუთრებით კი ქალაქების დაცვისას, უკრაინელ სამხედროებს სჭირდებათ ამაღლებული ადგილები, კერძოდ კი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავებიც.

უკრაინის უმაღლეს რადაში შევიდა კანონპროექტი, რომელიც სამხედროებს უფლებას აძლევს, კერძო საკუთრებაში არსებულ შენობებსა და მრავალსართულიან კორპუსებზე რადიოელექტრონული ბრძოლისა და რადიოელექტრონული დაზვერვის საშუალებები განათავსონ.

ეს გადაწყვეტილება რუსული დრონებისა და რაკეტებისგან საცხოვრებელი კვარტლებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის უკეთ დასაცავად მიიღეს.

უკრაინის თავდაცვის ძალებს შეეძლებათ აღჭურვილობის განთავსება ნებისმიერი დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, შენობის სახურავზე, კოშკსა თუ მაღალსართულიან კონსტრუქციაზე, მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშეც.

2-reb-1794302007.jpg
საცხოვრებელი სახლის სახურავზე დადგმული მძლავრი ელექტრომაგნიტური გამოსხივების მქონე რადიოელექტრონული მოწყობილობა კი „თავგზას“ ურევს მტრის კამიკაძე-დრონს, მაგრამ ამასთანავე შეიძლება გახდეს ანტირადიოლოკაციური რაკეტებისა და დრონების მიზანმიმართული სამიზნეც...

სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, სრულად აანაზღაუროს აპარატურის მიერ მოხმარებული კომუნალური გადასახადები (ელექტროენერგია, კავშირგაბმულობა). მუშაობის დასრულების შემდეგ კი შენობა პირვანდელ მდგომარეობას უნდა დაუბრუნდეს.

კანონით წესდება სასჯელი მათთვის, ვინც ხელს შეუშლის სამხედრო ნაწილებს რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების დამონტაჟებასა და ექსპლუატაციაში შეყვანას.

სპეციალისტების განმარტებით, მოსახლეობისთვის ამ სისტემების უსაფრთხოება დამოკიდებულია ელექტრომაგნიტური ველის სიმძლავრეზე და დაყენების ტექნიკურ პირობებზე. კიევში უკვე წარმატებით გამოიყენება მსგავსი ანტიდრონული სისტემები (მაგალითად, უკრაინული წარმოების "Lima"), რომლებიც დრონებსა და რაკეტებს არ აფეთქებენ, არამედ GPS-ნავიგაციასა და მართვის სიგნალს უხშობენ, რის გამოც ისინი კურსს კარგავენ და უსაფრთხოდ ვარდებიან.

საცხოვრებელ სახლებზე რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების განთავსება რამდენიმე ძირითად საფრთხესა და რისკს უკავშირდება. ეს რისკები იყოფა ორ მთავარ კატეგორიად: პირდაპირი სამხედრო საფრთხე და ჯანმრთელობაზე თუ ყოველდღიურ ცხოვრებაზე გავლენა.

რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემები მოწინააღმდეგის დაზვერვისთვის პირველხარისხოვანი სამიზნეა. კორპუსი, რომელზეც ასეთი აპარატურა დამონტაჟდება, ავტომატურად ხდება რუსული რაკეტების, არტილერიის ან კამიკაძე-დრონების სამიზნე.

3-reb-1794302007.png
მოსკოვის ერთ-ერთი ცათამბჯენის სახურავზე მსოფლიოში უდიდესი შვეულმფრენი Ми-26-ი, „პანცირის“ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის მოდულს ათავსებს...

როდესაც სისტემა წარმატებით უხშობს სიგნალს მტრის დრონს, ეს უკანასკნელი კარგავს მართვას და ვარდება. თუ სისტემა საცხოვრებელ კვარტალშია, დიდი შანსია, რომ უპილოტო საფრენი აპარატი პირდაპირ იმავე ან მეზობელ კორპუსს დაეცეს.

ასევე დაგაინტერესებთ: ფრთხილად! არ მოგატყუონ და "საზარბაზნე ხორცად" არ გაქციონ! - რუსეთი საქართველოს მოქალაქეებს უკრაინასთან ომში მოტყუებით „ეპატიჟება“

„ხის თოფიანი რუსი მანეკენები“ უკრაინული დრონების ოპერატორების მოსატყუებლად...

„ანდროპოვი“ სამგზავრო თვითმფრინავების ცრუ დანაღმვებით ევროპის თავზე ფრენების პარალიზებას ცდილობს,რუსული აეროპორტების ჩაკეტვის საპასუხოდ...

რა ხდება რუსეთ-უკრაინის ფრონტზე?! - პუტინის არმია ნელა წინ მიიწევს, მაგრამ...

რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსები მუშაობენ მაღალი სიხშირის რადიოსიგნალების მიმართული ან წრიული გავრცელების პრინციპით. მძლავრმა ელექტრომაგნიტურმა გამოსხივებამ უშუალო სიახლოვეს (განსაკუთრებით ბოლო სართულებზე, სახურავთან ახლოს) ხანგრძლივი ზემოქმედებისას შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი, ქრონიკული დაღლილობა, ძილის დარღვევა და ნერვული სისტემის გადაძაბვა.ასეთმა მძლავრმა გამოსხივებამ შესაძლოა ხარვეზები შეუქმნას იმ ადამიანების სამედიცინო მოწყობილობებს, რომლებიც კარდიოსტიმულატორებს ან სხვა იმპლანტირებულ ელექტრონულ აპარატებს ატარებენ.

სისტემის მუშაობის ზონაში (რადიუსში) მცხოვრებ მოსახლეობას პერიოდულად ან მუდმივად გაეთიშება მობილური კავშირი, მობილური ინტერნეტი და Wi-Fi.

ვინაიდან რადიოელექტრონული ბრძოლის აპრატურა ახშობს GPS/GLONASS სიგნალებს, კორპუსის ბინებში შეუძლებელი იქნება ონლაინ-რუკების, ტაქსის გამოძახების აპლიკაციების ან ადგილმდებარეობის დადგენის სხვა სერვისების გამოყენება. ტექნიკა იფიქრებს, რომ სრულიად სხვა ქალაქში ან ქვეყანაში იმყოფება (ე.წ. "სპუფინგი").

4-reb-1794302007.jpg
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი შენობის სახურავზე განთავსებული „პანცირის“ მთელი საზენიტო-სარაკეტო დანადგარი საჰაერო თავდაცვის ბოლო იმედს წარმოადგენს რუსეთის გენერალიტეტისთვის...

უკრაინელი სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ თანამედროვე მცირე ზომის "ანტიდრონული" სამოქალაქო სისტემები გაცილებით ნაკლებად მძლავრია, ვიდრე დიდი სამხედრო სისტემები (მაგალითად, "ბუკოველი"). თუმცა, საცხოვრებელ ზონაში მათი განთავსებისას უსაფრთხოების წესების, ანტენების მიმართულების და დისტანციის მკაცრი დაცვა აუცილებელია, რათა გამოსხივების ძირითადი ნაკადი ხალხისკენ არ იყოს მიმართული.

ის,რისის დაკანონებაც სურთ უკრაინაში,უკვე დიდი ხანია გამოიყენება რუსეთის ტერიტორიაზე და თანაც ყოველგვარი სპეციალური კანონის მიღების გარეშე-კრემლის სიახლოვეს „ჯი-პი-ეს“-ი აჩვენებს,რომ თითქოს შერემეტიევოს აეროპორტში იმყოფება,ხოლო მოსკოვის რიგი ცათამბჯენების სახურავებზე ატანილია რამდენიმეტონიანი „პანცირის“ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები,ერთი „პანცირი“ კი თვით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი შენობის სახურავზეც კი „იწონებს“ თავს.

უფრო ლოგიკური იქნებოდა,რომ ეშელონირებულ საჰაერო თავდაცვის სისტემას მოწინააღმდეგის საჰაერო თავდასხმის საშუალებები ამა თუ იმ ქალაქის მისადგომებამდე ჩამოეგდო ამ მისი დამიზნების სისტემისთვის „თავგზა“ აებნია.

რასაც აგრესორმა რუსეთმა თითქმის მიაღწია დედაქალაქ მოსკოვთან მიმართებაში,როდესაც მის გარშემო თანდათანობით, ოთხშრიანი ეშელონირებული საჰაერო თავდაცვის სისტემა აამოქმედა,რომელიც ყოველღამე წარმატებით აგდებს ათობით უკრაინულ კამიკაძე-დრონს ჯერ კიდევ მოსკოვის მისადგომებთან.

იგივეს გამეორება უკრაინელ მეზენიტეებს თავისი დედაქალაქის დასაცავად ჯერ არ შეუძლიათ,რადგან კიევი 839 კვ.კმ.-ზეა გაშენებული(შედარებისთვის-ჩვენი თბილისის ფართობი დაახლოებით 504 კვ.კმ.-ს შეადგენს) და უკრაინას არ გააჩნია იმ რაოდენობის საჰაერო თავდაცვის საშუალებები,რომ აგრესორი ქვეყნის დედაქალაქისავით(არადა მოსკოვის ფართობი 2 500 კვ.კმ.-ზე მეტია) საიმედოდ ჩაკეტონ ცა კიევის გარშემო.

ამიტომაც,უკრაინის გენშტაბს უწევს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები და თვით საზენიტო ქვემეხები, ტყვიამფრქვევები და თვით საზენიტო რაკეტების გამშვებებიც კი, კიევისა და სხვა უკრაინული ქალაქების კვარტლებში და მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავებზეც კი განათავსონ...