ტრაგიკომედია რუსულად ანუ შიშს დიდი თვალები აქვს - ყველაზე დიდი რუსული დრონი თავად რუსებმავე ჩამოაგდეს - კვირის პალიტრა

ტრაგიკომედია რუსულად ანუ შიშს დიდი თვალები აქვს - ყველაზე დიდი რუსული დრონი თავად რუსებმავე ჩამოაგდეს

გუშინ, 8 ივლისს, ყაზანის გარეუბანში მფრინავი ობიექტი ჩამოვარდა, კერძო საცხოვრებელ სახლს დაეცა, აფეთქდა და სახლიც გაანადგურა...

ამ საავიაციო შემთხვევაში არაფერი იქნებოდა განსაკუთრებული, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანს ხშირად „სტუმრობენ“ უკრაინული კამიკაძე-დრონები (ფრონტის ხაზიდან ათასი კმ-ის დაშორების მიუხედავად), მაგრამ ამჯერად აფეთქება არა უკრაინულმა „ლიუტიმ“ გამოიწვია, არამედ - ყველაზე დიდი რუსული დრონის ჩამოვარდნამ...

სადაზვერვო-დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი Альтиус-ი 5 ტონამდე იწონის, ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რუსული დრონია და ცნობილი ამერიკული MQ-9 Reaper -ის კლასს განეკუთვნება (სტატიის ავტორმა MQ-9 Reaper -ი და მისი წინამორბედი MQ-1 Predator-ი ერაყის ერთ-ერთ სამხედრო აეროდრომზე ჯერ კიდევ 2008 წლის მაისში ნახა, თუმცა დეტალურად დასათვალიერებლად ახლოს არ მიუშვეს),

1-alt-1752047901.jpg
5-ტონიანი რუსული სადაზვერვო-დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი Альтиус-ი 250 კმ/სთ სიჩქარით დაფრინავს, შეუძლია 12 კმ-ის სიმაღლეზე 24 სთ-ზე მეტი ხნით ბარაჟირება და მიაქვს ერთ ტონამდე საერთო მასის მართვადი რაკეტები და ბომბები.

რომლებსაც პენტაგონი ამ საუკუნის დასაწყისიდან ძალიან აქტიურად იყენებს, „წერტილოვანი“ სარაკეტო დარტყმებით ათასი ჯურის ტერორისტის გასანადგურებლად. სწორედ ამ დრონიდან გაშვებული ტანკსაწინააღმდეგო AGM-114 «Hellfire»-ით იქნა აფეთქებული 2020 წლის 3 იანვარს ერაყის ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში ის მანქანა, რომელშიც ცნობილი ირანელი გენერალი ქასემ სულეიმანი იჯდა.

ასევე დაგაინტერესებთ: მართლაც შესაძლებელია რუსი სამხედროების შეტევა სომხეთიდან აზერბაიჯანზე, თუ ეს უკრაინული სვლაა აზერბაიჯან-რუსეთის დაპირისპირების გასაღრმავებლად?

ვინ იყო სოხუმში დაბადებულ-გაზრდილი რუსი პოლკოვნიკი, რომელიც უკრაინელების ბრიტანულ რაკეტას ემსხვერპლა? "მოსკვას" ჩაძირვის შემდეგაც რუსეთის ფლოტს ბევრი სირცხვილი აჭამეს - უკრაინა რუს გენერლებზე მიზანმიმართულად "ნადირობას" განაგრძობს

უკრაინას მორიგი F-16 ჩამოუგდეს, რუსეთს მორიგი Су-34-ები აუფეთქეს ...

შავი დღე რუსებისთვის: უკრაინული "მოჩვენებების" ტრიუმფი რუსულ "ტრიუმფებზე" - როგორ გაიმეორა უკრაინამ ისრაელის საჰაერო შეტევების ტაქტიკა

ამ ტიპის სადაზვერვო-დამრტყმელი დრონების მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მათ 24 სთ-ის განმავლობაში შეუძლიათ ჰაერში, 12-15 კმ-ის სიმაღლეზე ბარაჟირება და ბორტზე დამონტაჟებული აქტიური ფაზირებულანტენიანი რადიოლოკატორით, ასევე კომბინირებული ოპტიკურ-ელექტრონული და თბოვიზორული კამერებით შორი მანძილიდან მიზნის აღმოჩენა (ადამიანის ფიგურის ჩათვლით) და მისკენ „ჰაერი-ხმელეთის“ კლასის მართვადი რაკეტების გაშვება და კორექტირებადი (ლაზერის სხივით ან GPS-ით) საავიაციო ბომბების ჩამოყრა.

2-alt-1752047901.png
რუსული „ალტიუსის“ ჩამოვარდნის ადგილი...

რუსებმაც სცადეს, მიებაძათ ამერიკელებისთვის და 2011 წლიდან დაიწყეს „ალტიუსის“ შექმნა, რაც ნამდვილ კოშმარად ექცათ - ჯერ იყო და დაიჭირეს „ალტიუსის“ მთავარი კონსტრუქტორი, 900 მლნ რუსული რუბლის გაფლანგვის გამო, რაც ამ დრონის შექმნაზე იყო გამოყოფილი. შემდეგ ამერიკულმა მხარემ დაბლოკა გერმანული წარმოების დიზელის ძრავების მიყიდვა რუსულ „ალტიუსზე“ დასაყენებლად და 2018 წელს ეს პროექტი საერთოდ შეჩერდა, თუმცა 2021 წელს განახლდა მოდერნიზებული Альтиус-РУ-ს სახელით.

რუსული „ალტიუსი“ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს უკრაინელებისთვის, თუკი რუსმა ოკუპანტებმა მათი მასობრივი გამოყენება დაიწყეს უკრაინის ფრონტზე, მაგრამ გუშინდელი საავიაციო შემთხვევა უფრო იმას მიუთითებს, რომ აქამდე ჯერ კიდევ შორსაა და როგორ გაუმკლავდებიან რუსული „ალტიუსები“ უკრაინულ რადიოექლექტრონული ბრძოლის საშუალებებს, როდესაც თავისიანები ასე ადვილად „აბრმავებენ“?!

3-alt-1752047902.jpg
2023 წლის 14 მარტს შავი ზღვის საჰაერო სივრცეში რუსული გამანადგურებლის - Су-27-ის მიერ ამერიკული უპილოტო მზვერავის, MQ-9 Reaper-ის ჩამოგდების "შთამბეჭდავი" მომენტია დანახული... მხატვრის თვალით

როგორც ირკვევა, საცდელი ფრენის დროს ამ ხუთტონიან რუსულ დრონს შეექმნა პრობლემები აეროდრომზე დაბრუნებისას - მასზე განხორციელდა რადიოელექტრონული ჩახშობა, რამაც GPS-ის სისტემა არაქმედებაუნარიანი გახადა, ხოლო მარტო ინერციალური ნავიგაციის სისტემით დრონმა ვერ შეძლო აეროდრომზე დაშვება და მეორე მცდელობის დროს ყაზანის მიმდებარე დასახლებაში ჩავარდა, რისი ვიდეოკადრებიც გაავრცელეს თვითმხილველებმა.

უკრაინული კამიკაძე-დრონების ხშირი თავდასხმებით ისე არიან შეშინებულნი ყაზანის საჰაერო თავდაცვის ზონის პასუხისგებელი რუსი გენერლები, რომ არ არის გამორიცხული, მათ ყველაზე დიდი რუსული დრონიც უკრაინულად მიიჩნიეს და ძლიერი რადიოელექტრონული იმპულსებით ჩაახშეს მისი GPS-ს ნავიგაციის სისტემა, რითაც გამოიწვიეს ეს საავიაციო შემთხვევა...