აქამდე წარმოუდგენელი - ებრაელებმა არაბებს სპარსელებისგან თავდასაცავად „რკინის გუმბათი“ ათხოვეს - კვირის პალიტრა

აქამდე წარმოუდგენელი - ებრაელებმა არაბებს სპარსელებისგან თავდასაცავად „რკინის გუმბათი“ ათხოვეს

ზუსტად 30 წლის წინ გამოსულ ჰოლივუდის მძაფრსიუჟეტიან ფანტასტიკურ მხატვრულ ფილმში Independence Day („დამოუკიდებლობის დღე“) არის ასეთი კადრები, როდესაც ებრაელი და არაბი სამხედრო პილოტები ერთად მიფრინავენ უცხოპლანეტელების შემოტევების მოსაგერიებლად...

სიმართლე რომ ითქვას, მეოცე საუკუნის ბოლოსთვის ასეთი რამ ისევე ფანტასტიკურად გამოიყურებოდა, როგორც უცხოპლანეტელების შესაძლო შემოტევა დედამიწაზე, რადგან ისრაელისა და არაბული ქვეყნების სამხედრო დაპირისპირება, რომლებიც მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში რამდენიმე დიდ ომში გადაიზარდა, არსად იყო გამქრალი...

2020 წელს ვაშინგტონში ისრაელმა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან და ბაჰრეინთან ხელი მოაწერა აბრაამის სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომელსაც მოგვიანებით მაროკოც შეუერთდა,ს უდანსაც ჰქონდა მიერთების სურვილი, თუმცა ეს პროცესი ბოლომდე ვერ მიიყვანა. გასულ წელს კი აბრაამის ხელშეკრულებაში გაწევრიანების სურვილი ყაზახეთმა გამოთქვა.

1-arabebi-1777287144.png

ფოტო: კადრი ფანტასტიკური ფილმიდან „დამოუკიდებლობის დღე“, როდესაც აეროდრომზე უცხოპლანეტელების კოსმოსური ხომალდების(რომლებიც რაღაცნაირად წააგავენ კიდეც ირანულ „შაჰიდებს“) საჰაერო შეტევების მოგერიებას ებრაელი და არაბი სამხედროები გაერთიანებული ძალებით ცდილობენ...

აბრაამის სამშვიდობო ხელშეკრულების შემუშავებაში დიდი როლი შეასრულა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი 2017-2012 წლების პრეზიდენტობის პერიოდში. ამ ხელშეკრულების დადების შემდეგ ისრაელსა და არაბული სამყაროს რიგ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია დაიწყო, რამაც შეანელა მათ შორის მანამდე არსებული დაძაბულობა, მაგრამ ამ პროცესის შემდგომ გაღრმავებას ხელი შეუშალა 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ ტერორისტული დაჯგუფების მიერ ღაზას სექტორიდან ისრაელის კიბუცებზე განხორციელებულმა საშინელმა ტერორისტულმა თავდასხმამ...

ისრაელისა და აშშ-ის მხრიდან 2026 წლის 28 თებერვალს ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი საჰაერო შეტევების საპასუხოდ თეირანმა სარაკეტო და დრონების თავდასხმები წამოიწყო სპარსეთის ყურის იმ ქვეყნებზე, სადაც ამერიკული სამხედრო ბაზები იყო განთავსებული და საიდანაც აფრენილი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები ბომბავდნენ ირანის სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ობიექტებს.

ერთ-ერთ ასეთ ქვეყანად იქცა არაბეთის გაერთიანებული საამიროებიც, რომელსაც ირანისგან ასიოდე კმ-ის სიგანის წყლის მასივი თუ აშორებს.

2-arabebi-1777287163.png

ფოტო: ისრაელის ტაქტიკური დანიშნულების ანტისარაკეტო სისტემა Iron Dome ( „რკინის გუმბათი“) გათვლილია 4-დან 70 კმ-მდე ფრენის სიშორის მქონე არამართვადი ბალისტიკური რაკეტების, ასევე ჭურვებისა და ნაღმსატყორცნის ნაღმების გადასაჭერად, რაც ნაკლებად გამოდგებოდა ირანიდან არაბეთის გაერთიანებული საამიროებისკენ გაშვებული 300-500 კმ-ზე მფრენი ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბალისტიკური რაკეტების ჩამოსაგდებად, თუმცა ირანულ ფრთოსან რაკეტებსა და „შაჰიდის“ კამიკაძე-დრონებს ცუდათ არ „მოინადირებდა“...

არაბეთის გაერთიანებული საამიროების ოფიციალური განცხადების თანახმად ირანმა მისი ტერიტორიისკენ საერთო ჯამში, გაუშვა 550-მდე ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა, ასევე 2 200-ზე მეტი კამიკაძე-დრონი, რაც ძალზე მნიშვნელოვან ციფრებს წარმოადგენს.

ირანის საპასუხო საჰაერო დარტყმების დიდი ნაწილი მოიგერიეს, როგორც თავად არაბების ამერიკული წარმოების თანამედროვე მოდიფიკაციის „პეტრიოტის“ საზენიტო-სარაკეტო კოპპლექსებმა, ისე პენტაგონის მიერ ამ ქვეყანაში წინასწარ გადასროლილმა THAAD-ის მობილურმა ანტისარაკეტო სისტემებმა.

ასევე დაგაინტერესებთ: პუტინის „ნაიომნიკები“ აფრიკელმა ტუარეგებმა სამარცხვინოდ გააქციეს - როგორ ჩაფლავდა რუსული "აფრიკული კორპუსი"

ჯიქურად, სროლა-სროლით შეჭრილ მარტოხელა თავდამსხმელს პრეზიდეტ ტრამპის მაგიდამდე მიღწევის შანსი არ ჰქონდა... (ვიდეო)

შეტევა რუსული "ეფ-ეს-ბეს" სპეცრაზმის საიდუმლო შტაბზე - აი, რატომ დაარტყეს უკრაინელებმა დონეცკში საცხოვრებელ კორპუსს

რა დრო დადგა - უკრაინა იქით ეხმარება ამერიკას ირანის შეტევების მოგერიებაში, რისი აღიარებაც ტრამპს არ სურს

თუმცა, საჰაერო თავდაცვის ეს საშუალებები საკმარისი არ აღმოჩნდა არაბეთის გაერთიანებული საამიროების სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა და ტერმინალების უკეთ დასაცავად და... არაბებს ებრაელებისთვის საიდუმლოდ მიუმართავთ თხოვნით, სპარსელების საჰაერო შეტევების მოსაგერიებლად დახმარებისთვის...

3-arabebi-1777287174.jpg

ფოტო: „რკინის გუმბათის“ ბატარეას არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში რამდენიმე ათეული ებრაელი სამხედროც ჩაყვა საბრძოლო გამოყენების უზრუნველსაყოფად ,რაც პირველი შემთხვევა გახლდათ, როდესაც ისრაელის თავდაცვის არმია არაბული ქვეყნის მიწაზე მეგობრული მისიით და არა საომრად იმყოფებოდა...

ომის დაწყებიდან მალევე ისრაელ არაბეთის გაერთიანებული საამიროებში მალულად ჩაუტანია „რკინის გუმბათის“ ტაქტიკური დანიშნულების ანტისარაკეტო სისტემის ბატარეა, რომლის საბრძოლო მომსახურებას რამდენიმე ათეული სამხედრო ახდენდა ისრაელის თავდაცვის არმიიდან...

ანუ ხორცი შეისხა იმ სიტუაციამ, რომელიც 1996 წელს გამოსულ პოპულარულ ამერიკულ ფანტასტიკურ ბლოკბასტერში „დამოუკიდებლობის დღე“, არის ნაჩვენები, როდესაც ებრაელი და არაბი სამხედროები მხარდამხარ იბრძვიან და აგდებენ უცხოპლანეტელების კოსმოსურ ხომალდებს...

ირანელებს უცხოპლანეტელებს ნამდვილად არ შევადარებთ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ აითოლების რეჟიმმა ისრაელ-აშშ-ის საჰაერო თავდასხმების საპასუხოდ, სამიზნეებად სპარსეთის ყურის მეზობელი არაბული ქყვეყნები-არაბეთის გაერთიანებული საამიროები,ბაჰრეინი,საუდის არაბეთი,კატარი და ქუვეითიც აირჩია,რითაც სამომავლოდ დიდი ხნით გაიფუჭა საქმე არაბულ სამყაროსთან...