კიევის, ოდესისა და სხვა უკრაინული ქალაქების გარშემო წრიული თავდაცვის ზღუდეების აგება დაიწყეს - რას უფრთხიან უკრაინელები?!
მანერგეიმისა და მაჟინოს მსგავსი მეორე მსოფლიო ომისდროინდელი თავდაცვითი ზღუდეების აგება 21-ე საუკუნის თანამედროვე ომებში, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომში ვეღარ ამართლებს და მოითხოვს ბევრად უფრო დაცული, ეშელონირებული საფორთიფიკაციო ხაზების შექმნას, სადაც ერთმანეთის მონაცვლეობით განლაგდება დანაღმული ველები, მიწათხრილები, ტანკსაწინააღმდეგო „ზღარბები“, „დრაკონის კბილები“, ესკარპები და კონტრესკარპები...
2023 წლის ზაფხულში უკრაინის მთავარი კონტრშეტევა სამხრეთი მიმართულებით, ოკუპირებულ ხერსონის ოლქში, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის გასათავისუფლებლად და აზოვის ზღვის სანაპიროზე გასასვლელად, სწორედ „სუროვიკინის“ თავდაცვის ზღუდემ შეაკავა, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა წინასწარ იცოდნენ რა, თუ საით წარიმართებოდა მთავარი უკრაინული კონტრშეტევა, უხვად დანაღმეს და საფორთიფიკაციო საინჟინრო წინააღმდეგობები ააგეს ფრონტის ხაზის ამ მონაკვეთზე...
აღმოსავლეთ ფრონტზე უკრაინას, თავის მხრივ, ჰქონდა შექმნილი სერიოზული თავდაცვითი ზღუდეები, განსაკუთრებით კი - დონეცკის მიმართულებაზე, რამაც თავისი როლი ითამაშა იმით, რომ ჯერ კიდევ 2014 წელს ოკუპირებული დონეცკიდან რუსმა ოკუპანტებმა დასავლეთით, პოკროვსკამდე, სრულფასოვანი ომის მეხუთე წელსაც კი, მხოლოდ 60-იოდე კილომეტრით თუ წაიწიეს...
უკრაინას აგებული აქვს ძლიერი თავდაცვითი ზღუდეები დონეცკის ოლქის ბოლო სამი არაოკუპირებული ქალაქის - კონსტანტინოვკის, კრამატორსკისა და სლოვიანსკის მისადგომებთანაც და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, თუ რატომაც არ თმობენ პუტინის კატეგორიული მოთხოვნითა და ტრამპის არანაკლები დაჟინებული „რჩევით“ ამ ქალაქებს უკრაინელები უბრძოლველად, ისიცაა, რომ მათ უკან, დნეპროპეტროვსკის ოლქის სტეპებში, ჯერ კიდევ არ აქვთ მოწყობილი სრულფასოვანი ეშელონირებული თავდაცვითი ზღუდეები, ოკუპანტი რუსების შემდგომი შეტევების შესაჩერებლად.
უკრაინა ცდილობს, დაჩქარებული ტემპებით ააგოს ასეთი თავდაცვითი ზღუდეეები, მაგრამ თეორიულადაც კი შეუძლებელია, რამდენიმე ასეულ კმ-ზე გადაჭიმული სტეპის სრული გადაკეტვა, ტანკსაწინააღმდეგო მოწათხრილებითა და დანაღმული ველებით.
ასევე დაგაინტერესებთ: რამდენად სამართლიანია მესამე ქვეყნის საელჩოს დაბომბვა მოწინააღმდეგის დედაქალაქში?!
რა შეიარაღება იყიდა საიდუმლოდ სომხეთმა ჩინეთისგან?!
როგორი იქნება უკრაინელების შურისძიება კიევის უმოწყალოდ დაბომბვისთვის?! - სად უფრო ეტკინებათ რუსებს
გაცოფებული პუტინის შურისძიება "ორეშნიკით", "ისკანდერით", "კინჟალით", "ცირკონით"...
ამიტომაც ბოლო დროს უკრაინის ხელისუფლებამ გასცა ბრძანება, ძირითადი უკრაინული ქალაქების გარშემო წრიული თავდაცვითი ზღუდეების აგების დასაწყებად, მათ შორის - დედაქალაქ კიევის, ოდესის, დნიპროს, ხარკოვის, სუმის და ა.შ.
ფრონტის ხაზთან ან მის ზურგში გათხრილი წრფივი საფორთიფიკაციო საინჟინრო თავდაცვითი ხაზების პარალელურად, უშუალოდ უკრაინული ქალაქების გარშემო წრიული თავდაცვითი ზღუდეების აგებამ, რეალობაში უფრო მეტი უსაფრთხოების განცდა უნდა შესძინოს ქალაქების მშვიდობიან მოსახლეობას, თუმცა რუსეთის საოკუპაციო ძალებს მაინც რჩებათ იმის საშუალება, რომ შორი დისტანციიდან კამიკაძე-დრონებისა და განსაკუთრებით კი - პლანირებადი და კორექტირებადი საავიაციო ბომბების მასობრივი გამოყენებით დიდი ნგრევები გამოიწვიონ ამ ქალაქებში...
აგრესორი რუსეთის საბრძოლო ტაქტიკა ხომ ისეთია, რომ სადაც „გადაივლის", მიწასთან გასწორებულ, ნანგრევებად ქცეულ მორიგ უკრაინულ ქალაქს იტოვებს უკან...