"მწვრთნელი, რომელიც დაუხლოვდა პუტინს და კურასაო მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა: დიკ ადვოკაატის უჩვეულო ისტორიები" - Financial Times - კვირის პალიტრა

"მწვრთნელი, რომელიც დაუახლოვდა პუტინს და კიურასაო მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა: დიკ ადვოკაატის უჩვეულო ისტორიები" - Financial Times

„მწვრთნელი, რომელიც დაუხლოვდა ვლადიმერ პუტინს და კიურასაოს გუნდი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა: დიკ ადვოკაატის უჩვეულო ისტორიები“, - ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ ტაიმსში“ (Financial Times) სტატია, რომლის ავტორი საიმონ კუპერი ამჟამად მიმდინარე მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის მონაწილე ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელის შესახებ წერს.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

როცა კიურასაოს საფეხბურთო გუნდი თავის სამშობლოში - კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულზე იმყოფება ხოლმე, ფეხბურთელები ძველებური ამერიკული ავტობუსით მოძრაობენ, სალონიდან ხმამაღალი მუსიკა ჟღერს. სპორტსმენები ერთობიან და მხიარულობენ. მათ შორისაა ტანდაბალი, 78 წლის ჰოლანდიელი დიკ ადვოკაატი - ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, რომელიც ხელმძღვანელობს ყველაზე პატარა ქვეყნის გუნდს, საჩემპიონატო კვალიფიკაციაგავლილს. იგი ავტობუსში ისე ზის, რომ ბაბუას ჰგავს ოჯახური დღესასწაულის დროს.

ამჟამად კიურასაოს გუნდი ჩემპიონატისათვის განკუთვნილ ბანაკში - ბოკა რატონეში იმყოფება, აშშ-ის ფლორიდის შტატში.

ბედმა ისე ინება, რომ შრომისმოყვარე და დისციპლინის ერთგული დიკ ადვოკაატი 158-ათასიანი მოსახლეობის მქონე კუნძულის გუნდის მწვრთნელი გახდა. იგი გარეგნულად მშვიდია, მაგრამ გუნდის თამაშის დროს გამარჯვების ფანატიკოს მორწმუნედ იქცევა ხოლმე. დიკმა იცის, რომ კიურასაოს გუნდის მწვრთნელობა, დიდი ალბათობით, მისი ბოლო კარიერის დასასრულია. „მართალი გითხრათ, სიკვდილის მეშინია და ამიტომ ყოველთვის ჩემს თავს ვეკითხები: „რამდენი ხნის სიცოცხლე დაგრჩა?“ თუმცა სანამ დიკ ადვოკაატი მწვრთნელის სამუშაოს ასრულებს, ის და მისი გუნდი ძლიერ კოქტეილს წარმოადგენს.

1947 წელს ღარიბი ჰააგელის ოჯახში მეხუთე შვილად დაბადებულმა დიკმა თავის უფროს ძმას - იაპს მიჰბაძა და პროფესიული ფეხბურთელობა დაიწყო, ნახევარმცველად. საკმაოდ უცნაურად იქცეოდა - ზამთარშიც კი მოკლესახელოიანი მაისურით და მოკლე გეტრებით თამაშობდა. დიკი იმდენად ფანატიკოსი იყო, რომ საერთოდ არ სვამდა, რაც იშვიათი იყო 1970-იანი წლების ფეხბურთელებისათვის.

1981 წლიდან დიკ ადვოკაატმა მუშაობა მწვრთნელად დაიწყო. იმდროინდელი ჰოლანდიელი (ნიდერლანდელი) მწვრთნელები - იოჰან კრუიფი, ჰუს ხიდნიკი და ლუი ვანგალი მსოფლიოში ცნობილნი იყვნენ და ტრადიციულ შემტევს თამაშს პროპაგანდირებდნენ, მაგრამ დიკი, მათგან განსხვავებით, უპირატესობას თავდაცვას ანიჭებდა. იგი წვრთნიდა როგორც ნიდერლანდების, ასევე - სამხრეთ-კორეელების გუნდებს, „გლაზგო რეინჯერსს“ (ხელფასით დედას კარგი სახლი უყიდა).

დიკ ადვოკაატი ერთხანს რუსეთის საფეხბურთო ნაკრებისა და სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის" მწვრთნელიც იყო და იქ შეხვედრია ვლადიმერ პუტინს - „ზენიტის“ „დიდ გულშემატკივარს“.

ადვოკაატი პუტინთან საუბარს ასე იხსენებს: როცა ზენიტის" წვრთნა დავიწყე, პუტინმა მკითხა: „რა არის ლიდერობა?" მე ვუპასუხე: „აი, ვთქვათ და ჩვენ ორივე შევდივართ ოთახში, სადაც ხალხი ხმაურობს და უეცრად ყველა ჩუმდება". პუტინს ჩემი ნათქვამი მოეწონა და მითხრა: „საერთო ენა უკვე გამოვნახეთ". ჩვენ ორივე ჩვენს ადგილებზე თანაბრად დიდები თუ პატარები ვიყავით და, შესაძლოა, ამანაც ითამაშა როლი იმ კავშირში, რომელიც მე ვიგრძენი“.

მრავალწლიანი დათქმების შემდეგ, რომ ყოველი მომდევნო სამუშაო მისთვის ბოლო იქნებოდა და მწვრთნელის კარიერას დაასრულებდა, დიკ ადვოკაატი 2024 წელს კიურასაოში სამუშაოდ გადავიდა. (...).

ასევე დაგაინტერესებთ: მსოფლიო ომობს: რეკორდული ცხელი წერტილები პლანეტაზე ანუ უნდა დავივიწყოთ თუ არა მშვიდობა?!

რატომ ეშინია პუტინს ხელოვნური ინტელექტის?!

"შე ბებერო, შენა..." ანუ როგორ გაამწარა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმირ პუტინი?!

სენსაციური დასკვნა: უკრაინას რუსეთთან ომში გამარჯვება შეუძლია! - როგორ დაამცირეს პუტინი თავისივე მშობლიურ ქალაქში

კიურასაო მსოფლიო ჩემპიონატში დებიუტანტია - ისე მიაღწია შესარჩევი მატჩების საფინალო სტადიამდე, რომ არც ერთი თამაში არ წაუგია. ასეთი რამ საკმაოდ იშვიათად ხდება და ესეც მწვრთნელის - დიკ ადვოკაატის დამსახურებაზე მეტყველებს.

კუნძულელი ფეხბურთელებისათვის ჯგუფში ყველა მეტოქე - გერმანია, კოტ დ’ივუარი და ეკვადორი - ყველანი სატურნირო პოზიციებით ძლიერები არიან [14 ივნისს კიურასაომ გერმანიასთან მატჩი უკვე დიდი ანგარიშით წააგო], მაგრამ მას იმედი მაინც აქვს, გახდეს კარიბის ზღვის აუზის ის გუნდი, რომელიც, პირველად, 1938 წლის შემდეგ, კუბელთა მიღწევას გაიმეორებს და ჩემპიონატის მეოთხედფინალში ითამაშებს.

რა იქნება შემდეგ? „თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ, რომ დიკ ადვოკაატი მწვრთნელობას წყვეტს, თუმცა მე არასოდეს ზუსტად არ ვიცი, როდის სად და რას გავაკეთებ“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო