დრონები რომ არა, რუსეთს უკრაინა უკვე დაპყრობილი ექნებოდა?! - როგორ გადაასწრო კიევმა მოსკოვს უპილოტოების გამოყენების რაოდენობით
როგორ გადაასწრო უკრაინამ რუსეთს დრონების გამოყენების რაოდენობით...
რომ არა დრონები, რუსეთს უკრაინა უკვე დიდი ხნის დაპყრობილი ექნებოდა...
ამის თქმის უფლებას იძლევა ის რეალობა, რაც რუსეთ-უკრაინის ომის მეხუთე წელს შეიქმნა ფრონტის ხაზზე და ფრონტიდან ახლო და შორეულ სიღრმეში, როდესაც მთავარი მასიური დარტყმების განმხორცილებლად ორივე მოწინააღმდეგის მხრიდან იქცნენ სხვადასხვა დანიშნულების უპილოტო, დისტანციურად ან ავტომატურ რეჟიმში მფრენი აპარატები, რომლებმაც უკანა პლანზე გადასწიეს ჰაუბიცების არტილერია, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, საავიაციო ბომბები, ფრთოსანი თუ ბალისტიკური რაკეტები...
უეკიპაჟო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო დრონების მასიურმა გამოყენებამ მინიმუმამდე დაიყვანა სანიტარული დანაკარგები მათ მომსახურე პირად შემადგენლობაში, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება თანამედროვე ომებში.
გარდა ამისა, დრონების მნიშვნელოვანი სიიაფე იმავე ფრთოსან და ბალისტიკურ რაკეტებთან შედარებით, იძლევა ამ დრონების ძალიან დიდი რაოდენობით გამოყენების საშუალებას და თუკი ათი გამოყენებული დრონიდან 6-7 მათგანი ჩამოგდებული იქნება, ეს ტრაგედია არ არის, რადგან დარჩენილი დრონები დიდი სიზუსტით მაინც შეასრულებენ დასახულ საბრძოლო ამოცანას.
ამასთან საჰაერო დრონების მასიური და ერთდროული გამოყენება იწვევს მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადატვირთვასა და ძვირადღირებული მართვადი საზენიტო რაკეტების დიდ ხარჯს.
და რაოდენ ძნელად წარმოსადგენიც არ უნდა იყოს, ამ ომის მეხუთე წელს უკრაინამ აჯობა მასზე ბევრად უფრო დიდ და ძლიერ რუსეთს გამოყენებული დრონების რაოდენობით, არადა ირანული „შაჰიდებით“ უკრაინული ქალაქებზე მასიური საჰაერო შეტევები თავიდან ხომ სწორედ რუსმა ოკუპანტებმა დაიწყეს...
აქ მოტანილ დიაგრამაზე გამოსახულია, თუ 2025 წლის ბოლოდან უკრაინა ნელ-ნელა როგორ უახლოვდებოდა რუსეთს დრონების გამოყენების რიცხვით და 2026 წლის მარტიდან როგორ გადაასწრო მას...
ასევე დაგაინტერესებთ: დიდი საფრთხე საქართველოსთვის: აპირებს თუ არა პუტინი ცხინვალის რუსეთისთვის მიერთებას და რისი გაკეთება შეუძლია თბილისს?!
უკრაინა რუსეთს რა მიზნით უფეთქებს თანამგზავრული კავშირის ანტენებს ...
ხიდზე ვერა? მაშინ ხიდის თავებზე! - ნახევარკუნძული ყირიმი „კუნძულად“ შეიძლება გადაიქცეს...
გასათვალისწინებელია, რომ აქ მოყვანილი სტატისტიკა ეხება მხოლოდ საშუალო და შორი მოქმედების სადაზვერვო,კამიკაძე და სატყუარა დრონებს და არ ითვალისწინებს ახლო მანძილზე მფრენ FPV-დრონებს, რომლებსაც ფრონტის ხაზზე დაპირისპირებული მხარეები მარტო ერთ დღე-ღამეში ათასობით იყენებენ.
მოსკოვი აცხადებს, რომ 2026 წლის დასაწყისიდან უშუალოდ რუსეთის საჰაერო სივრცეში 39 ათასი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს და ეს ასეც რომ იყოს(რუსული პროპაგანდა „ჩამოგდებულ“ უკრაინულ დრონებში იმათაც ათვლის, რომლებმაც ზუსტი წერტილოვანი დარტყმები განახორციელეს მორიგ რუსულ ნავთობრეზერვუარზე), ეს უკვე ნათლად აჩვენებს იმ „საჰაერო ტერორს“, რაშიც უკრაინულმა დრონებმა აგრესორი რუსეთი ჩააყენეს და მის მიერვე წამოწყებული ეს ომი უკანვე დაუბრუნეს...