ყირიმიდან რუსების გაქცევის დრო ახლოვდება?! - უფეთქებენ თვითმფრინავებს დაცულ ანგარებშიც
ყოველი ახალი დილა თენდება ინფორმაციით იმის შესახებ, რომ უკრაინელებმა მორიგი სერიოზული საჰაერო დარტყმა განახორცილეს ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე განთავსებულ რუსეთეს საოკუპაციო ძალების კიდევ ერთ სამხედრო ობიექტზე...
გამონაკლისი არც 1 ივლისის დილა გამხდარა - უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა იერიშები მიიტანეს ანექსირებულ ყირიმში მდებარე „საკის“ რუსულ სამხედრო აეროდრომზე და იქ რამდენიმე საბრძოლო თვითმფრინავი ააგიზგიზეს...
რუსეთ-უკრაინის ამჟამად მიმდინარე ომის ისტორიაში „საკი“ ერთხელ უკვე შევიდა, როდესაც ჯერ კიდევ 2022 წლის 9 აგვისტოს ანექსირებული ყირიმის ამ რუსულ სამხედრო აეროდრომს უკრაინელებმა პირველი სარაკეტო დარტყმები მიაყენეს და იქ ღია ცის ქვეშ მდგარი 6 საფრონტო ბომბდამშენი Су-24М და 4 გამანადგურებელ-ბომბდამშენი Су-30 გაანადგურეს, რაც რუსეთის გენშტაბისთვის სრული მოუდნელობა აღმოჩნდა, რადგან ისინი არ ელოდნენ, რომ უკრაინელ სამხედროებს ამ სიშორეზე მოქმედი რაკეტები ექნებოდათ.
მას შემდეგ, „საკის“ სამხედრო აეროდრომს უკრაინელებმა კიდევ ორჯერ, 2023 წლის 21 სექტემბერსა და 2024 წლის 6 იანვარს შეუტიეს მეტ-ნაკლები წარმატებით, რამაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აიძულა, რომ ამ აეროდრომზე სასწრაფოდ დაეწყო ისეთი გადახურული ანგარების აგება, რომლებიც უკრაინელების საჰაერო შეტევებისგან დაიცავდნენ მის შიგნით დაყენებულ რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარად შეფასებულ საბრძოლო თვითმფრინავებს...
მართლაც, ამ დროისთვის „საკის“ აეროდრომზე უკვე გამზადებული იყო ათამდე რკინაბეტონის გადახურული ანგარი, რომლებიც თითქოს სრული უსაფრთხოების გარანტიას იძლეოდნენ და რუს გენერლებსაც თავი არხეინად ეჭირათ, მაგრამ დღეს დილას მოხდა ის, რაც მოხდა...
უკრაინულმა დრონებმა მაინც შეძლეს „საკის“ აეროდრომზე ხუთი ზუსტი საჰაერო დარტყმის განხორციელება და ამ გამაგრებული ანგარების შიგნით არანაკლებ ორი რუსული საბრძოლო თვითმფრინავი- Су-30СМ გამოიყვანეს მწყობრიდან...
როგორ მოახერხეს ეს უკრაინელებმა ტექნიკურად, ჯერ ბოლომდე არ არის გარკვეული, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის გენშტაბის ახალმა იმედმა-სპეციალურმა რკინაბეტონის გადახურულმა ანგარებმა ვერ გაუძლეს რეალურ საბრძოლო გამოცდას...
უკრაინულმა მხარემ სავარაუდოდ გამოიყენა 200 კგ-იანი საბრძოლო ქობინით აღჭურვილი FP-2 ტიპის კამიკაძე-დრონები, რომელთა ზუსტმა მოხვედრამ და აფეთქებამ შეიძლება ბოლომდე ვერ გაარღვია რკინაბეტონის ანგარი, მაგრამ აფეთქების ძალამ ამ ანგარის შიდა ზედაპირიდან მოწყვიტა ბეტონის ნაწილები, რომლებმაც შიგნით მდგომი თვითმფრინავები დააზიანეს.
ამასთან, არ არის გამორიცხული,რომ უკრაინული საჰაერო თავდასხმის საშუალებები აღჭურვილნი იყვნენ სპეციალური კომბინირებული საბრძოლო ნაწილებით-ჯერ კუმულაციური მუხტი ხვდება და არღვევს რკინაბეტონის ანგარს, ხოლო შემდეგ შიგ აღწევს მეორე,მსხვრევად-ფუგასური მუხტი და დაყოვნებული აფეთქების შედეგად ყველაფერს ანადგურებს...
დილანდელ კონკრეტულ საჰაერო ოპერაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს უკრაინის გენშტაბისთვის, რადგან რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის გარშემო 14 სამხედრო აეროდრმზე დაიწყო ასეთი დაცული რკინაბეტონის ანგარების აგება, რომლებშიც აფარებს იმ საბრძოლო თვითმფრინავებს, რომელთა საშუალებითაც ბომბავს უკრაინელ სამხედროებს ფრონტის ხაზზე და უკრაინელ მშვიდობიან მოსახლებას ქალაქებში. შესაბამისად, თუკი „საკის“ აეროდრომზე პირველ საბრძოლო გამოცდას ვერ გაუძლო ამ რუსულმა დაცულმა ანგარებმა,მაშინ ისინი სხვა აეროდრომებზეც ვერ დაიცავენ რუსულ თვითმფრინავებს უკრაინელების ზუსტი საჰაერო დარტყმებისგან და რაც იძულებულს გახდის მოსკოვს, ტაქტიკური დანიშნულების საბრძოლო ავიაცია კიდევ უფრო ღრმად გადამალოს რუსეთის ტერიტორიაზე,ეს კი ბევრად გააძნელებს მათ გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ...
ასევე დაგაინტერესებთ: 40 დღე რუსეთის იძულებისთვის! - ზელენსკის ულტიმატუმი პუტინს
ვიბარებთ ... ტანკებს ჯართში! - უცნაური აუქციონი აფეთქებული პუტინის ტანკებისთვის
ისე,ინფორმაციისთვის- „საკის“ აეროდრომი ისტორიაში იმითაც შევიდა, რომ 1945 წლის თებერვალში იქ აშშ-ის პრეზიდენტისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავები დაეშვნენ და რუზველტი და ჩერჩილი სტალინთან შესახვედრად, იალტის კონფერენციაზე გაემართნენ.
საბჭოთა კავშირის დაშლის წინ „საკის“ სამხედრო აეროდრომი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა და მის კომპლექს "ნიტკაზე", სწავლობდნენ საგემბანო ავიაციის პილოტები, მათ შორის - საავიაციო პოლკის მეთაური პოლკოვნიკი თემურ აფაქიძე, რომელმაც საბჭოთა სამხედრო მფრინავებს შორის პირველმა დასვა Су-27К ტიპის საგემბანო გამანადგურებელი ავიამზიდ "თბილისზე", რომელსაც მალე სახელი შეუცვალეს და "ადმირალ კუზნეცოვად" გადანათლეს.